
გადაცემა „ფარულ კონვერტში“ ეკა ბესელიას, ია ფარულავამ კონვერტის კითხვა გააცნო.
„შენ ცნობილმა ბიზნესმენმა ნახევარი მილიონი დოლარი შემოგთავაზა. გახსენი კონვერტი და თქვი ვინ იყო“ – ამბობს ია ფარულავა.
ეკას თქმით, ის არ გახსნის კონვერტს.
„მახსოვს ვიყავი ადვოკატი, ძალიან რთული საქმე ავიღე. 2001 წელს მოხდა ეს ამბავი, ვერ დაიჯერა, რომ ამ თანხაზე უარი ვუთხარი. ძალიან პრინციპული იყო ასეთ დროს არას თქმა. ახლა ეს პიროვნება ძალიან ცნობილია“, – თქვა ეკა ბესელიამ.























