14:56 | 2021-12-15 ავტორი: Prime Time

VIDEO: ვრცელდება კადრები, როგორ დააკავეს „ქურდული სამყაროს“ წევრები და ყოფილი დეპუტატის ვაჟი

VIDEO: ვრცელდება კადრები, როგორ დააკავეს „ქურდული სამყაროს“ წევრები და ყოფილი დეპუტატის ვაჟი

მასშტაბური სპეცოპერაცია თბილისის რამდენიმე უბანში – პოლიციამ “ქურდულ სამყაროსთან” კავშირის ბრალდებით 10-მდე პირი აიყვანა. სპეცოპერაცია არამარტო დედაქალაქში, არამედ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ჩატარდა – მათ შორის, იმავე ბრალდებით 1 პირი აჭარაშიც დააკავეს.

ვინ არის პოლიტიკოსი, რომლის სახლშიც დღეს სპეცოპერაცია ჩატარდა
2021-12-15ვინ არის პოლიტიკოსი, რომლის სახლშიც დღეს სპეცოპერაცია ჩატარდა

 

სამგორის რაიონში, ხვედელიანის ქუჩის 22 ნომერში სპეცოპერაცია რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, სადაც 30 წლამდე მამაკაცი დააკავეს. დაკავების პროცესს ესწრებოდნენ ოჯახის წევრებიც, თუმცა მათ მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. დაკავებული უკვე გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში. როგორც მეზობლები ამბობენ, სახლი, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, ეკუთვნის ყოფილ დეპუტატს, თემურ ჟორჟოლიანს.

 

“კურიერის” ინფორმაციით, ე.წ. “ქურდულ სამყაროსთან” კავშირისთვის ყოფილი დეპუტატის, თემურ ჟორჟოლიანის ვაჟი, ირაკლი ჟორჟოლიანიც დააკავეს.

 

შეგახსენებთ, რომ მასშტაბური სპეცოპერაცია თბილისსა და საქართველოს მასშტაბით რამდენიმე რეგიონში ჩატარდა.

ავტორი: Prime Time

X