
ასეთი სცენისას დიდებსაც კი გაეყინებათ ძარღვებში სისხლი. ამიტომაც ამ ბიჭის სიმშვიდისა და სიმამაცის ნამდვილად შეიძლება შეგვშურდეს.
ვრცელდება ვიდეო, სადაც ასახულია 12 წლის ბიჭის და დათვის სახიფათო შეხვედრა იტალიის პროვინცია ტრენტოში. ოჯახი სასეირნოდ გავიდა ალპების სილამაზით, რომ დამტკბარიყო. 12 წლის ბიჭი რამდენიმე ნაბიჯით დაშორდა ოჯახის სხვა წევრებს. მოულოდნელად გამოჩნდა დათვი.
მოგვიანებით მისი მშობლები ყვებოდნენ, რომ ისინი საშიში სურათის მოწმენი გახდნენ: დათვი ფეხდაფეხ მიჰყვებოდა მოულოდნელ სტუმარს. პატარა გმირი კი, როცა მისგან თავის დაღწევას ცდილობდა, მეტისმეტად მშვიდად მოიქცა. ის გორიდან ოჯახის წევრების მიმართულებით ფრთხილად დაიძრა, არ გაუკეთებია არცერთი მკვეთრი მოძრაობა.
ამის გამო ცხოველმა მისდამი ინტერესი დაკარგა და გაეშვა.
ბიჭის ბიძა ყვება, რომ ბავშვი ბევრს კითხულობს ველურ ბუნებაზე და იცის, როგორ უნდა მოიქცეს გარეულ ცხოველებთან.
ბავშვი თურმე ოცნებობს თავგადასავლებზე. ამიტომაც ძალიან გახარებული იყო, რომ დათვი ასეთ სიახლოვეზე ნახა. მოგვიანებით მან ბედნიერი ღიმილით გაიხსენა, რომ მას დათვი არ შეუშინებია და არც თვალებში ჩაუხედავს. ამით ის მიხვდა, რომ ადამიანი მტერი არ არის.
„ეს იყო ყველაზე კარგი დღე ჩემ ცხოვრებაში. ასრულდა ჩემი ოცნება. დედაჩემისთვის ეს, რა თქმა უნდა, კოშმარი იყო, მაგრამ მე იმედი მქონდა, რომ ასეთი შეხვედრა ოდესმე მექნებოდა. ძალიან ავღელდი, როცა დათვი შევამჩნიე ბუჩქებში. ძალიან ბედნიერი ვიყავი.“























