17:13 | 2021-09-20 ავტორი: Prime Time

VIDEO+PHOTO: სანახაობა იწყება!!! ყველაზე კომპეტენტური ჟიურის ოქროს ღილაკი ფავორიტს ელის

VIDEO+PHOTO: სანახაობა იწყება!!! ყველაზე კომპეტენტური ჟიურის ოქროს ღილაკი ფავორიტს ელის

საქართველოში პოპულარული მეგაშოუ „ნიჭიერი“ თავის მეათე სეზონს იწყებს. „რუსთავი 2“-ის ეთერში მაყურებელს საშუალება ექნება თვალი ადევნოს ძალიან ბევრ საინტერესო და წარმატებულ მონაწილეს, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნიდან.

 

“პრაიმტაიმი” „ნიჭიერის” წამყვანებსა და ჟიურის წევრებს ესაუბრა, რომლებმაც პროექტის შესახებ თავიანთი შეხედულებები და მოლოდინები გაგვიზიარეს.

 

ჟიურის წევრის, თაკო ფხაკაძის თქმით, პროექტში უკვე ძალიან ბევრმა კონკურსანტმა მიიღო მონაწილეობა, თუმცა ის ფავორიტი ნომერი, რომელიც მისგან ოქროს ღილაკს დაიმსახურებდა, ჯერჯერობით არ გამოჩენილა.

 

მისივე თქმით, საზოგადოება დაიღალა საინფორმაციო საშუალებებიდან წამოსული ამდენი ნეგატივით, ამიტომ ნიჭიერი მაყურებელს ცხოვრებას გაუფერადებს.

 

 

 

ავტორი: Prime Time

X