
როგორ ჩატარდება წელს აღდგომა?! – ამ კითხვით ჟურნალისტებმა, ამირან გამყრელიძეს მიმართეს.
მისი თქმით, ამ საკითხზე მიმდინარეობს მსჯელობა.
„ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა, რა თქმა უნდა, იქნება შეხვედრები და საუბრები საპატრიარქოსთან. აღდგომა უდიდესი დღესასწაულია ჩვენი ქვეყნისთვის. ვფიქრობ, რომ მივალთ შეთანხმებამდე და ზომიერ ფარგლებში ვიდღესასწაულებთ ჩვენს დღესასწაულს““, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.






















