00:51 | 2021-06-15 ავტორი: Prime Time

ვიღას უნდა ბებერი დე ნირო, მაგის დედაც – ია ფარულავა

ვიღას უნდა ბებერი დე ნირო, მაგის დედაც – ია ფარულავა

კვირას, გადაცემაში „ნოესთან“, რუსთავი-2ის ტელეწამყვანი, ია ფარულავა პირად ცხოვრებაზე ისაუბრებს.

2021-06-14"ლევან რატიანი წამყვანადაც ყოჩაღია! მიხარია, რომ ერთმანეთი გვიხარია... განსაცდელიდან მისი მეშვეობით გამოვძვერი" - თიკა ფაცაცია "ექიმებზე"

 

წამყვანის კითხვას: –  რამდენი ქმარი გყავდა? ია პასუხობს, რომ ოთხ ნახევარი.

 

„ტარიელი არის პირველი ქმარი ვისთვისაც არ გიღალატია?“

 

– კი დანარჩენებს დედა ვუტირე.  ვიღას უნდა ბებერი დე ნირო, მაგის დედაც…. 

 

ცნობისთვის, 1987 წელს მოსკოვში ფესტივალის პრეზიდენტად მოწვეულმა დე ნირომ კინოფესტივალის ყველაზე ლამაზ ქალად ია ფარულავა დაასახელა.

 

ია ფარულავა ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს, რომ მან რობერტ დე ნიროსთან მეგობრობა ჰოლივუდში ცხოვრების დროსაც განაგრძო.

 

„შემდეგ იყო ბევრი ჭორები, მაგრამ რა თქმა უნდა ტყუილია ყველაფერი, დე ნირო როგორც შვილს ისე მიყურებდა და მეტსაც გეტყვით, მას ჩამოყვანილი ჰყავდა კინოფესტივალზე თავისი ცოლის შვილი დრინა და ფოტოც რომ გვაქვს სამს ერთად იმაზე თქვა ჩემი ორი შვილი ხართო“

 

 

ია, 4-ჯერ იყო დაქორწინებული. პირველი მეუღლე მხატვარი რამაზ ჩანტლაძე იყო. 

 

შემდეგ მან კის რაიზერზე იქორწინა, მაგრამ მოულოდნელად საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

 

იას მესამე ქმარი ფადი ასლი გახლდათ, თუმცა წყვილი 2010 წელს ისე დაშორდა.

 

2013 წელს იას რჩეული ფრანკფურტში მოღვაწე ქართველი გიტარისტი ტარიელ ხოსროშვილი გახდა.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X