
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 34 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ვირუსს 5 910 სიცოცხლე შეეწირა.
ვაქცინაციაში ჩართული მრავალი ადამიანის მიუხედავად, კვლავ მრავლადაა იმ ადამიანთა რიცხვი, რომელიც იმუნიზაციის პროცესს კვლავ ეჭვის თვალით უყურებს, ამბობს, რომ ან თავს იკავებს, ან აცრის კატეგორიული წინააღმდეგია.
რატომ კვდებიან ადამიანები? ამაზე პასუხი ძალიან მარტივია. ექიმ არჩილ მარშანიას ქვემოთ მოცემული პოსტიც ნათელი მაგალითია, როგორ უნდა ავირჩიოთ სწორი გზა.
„ნებისმიერ შემთხვევაში, განსაკუთრებით საგანგებო სიტუაციის დროს, ვიღაც აუცილებლად მოკვდება, გარდაუვალია ეს, ეს არის მოცემულობა.
„ბრმანაწლავის“ ანთებისას ვიღაც ყოველთვის კვდება, ფილტვების ანთებით ვიღაც ყოველთვის კვდება, დაჩირქებული ჭრილობით ვიღაც ყოველთვის კვდება. კოვიდით ვიღაც ყოველთვის კვდება.
აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ:
უმკურნალებელი „ბრამანაწლავის“ ანთებით უფრო მეტი მოკვდება. უმკურნალებელი ფილტვების ანთებით უფრო მეტი მოკვდება. უმკურნალებელი დაჩირქებული ჭრილობით უფრო მეტი მოკვდება. კოვიდით აუცრელი უფრო მეტი კვდება, აბსოლუტური უმრავლესობა ვინც კვდება, აუცრელია. დამატებით კოვიდის პრობლემა სწრაფი გავრცელება, საგანგებო მდგომარეობა, კლინიკების გადაჭედვა და სწრაფი და ეფექტური მკურნალობის არარსებობაა.
100% არაფერია დედამიწის ზურგზე, შანსებზეა საუბარი, ვის მეტი შანსი აქვს სიცოცხლის და გადარჩენის. ეს არის პრევენციისა და მკურნალობის არსი, ასე იყო ადრე, ასეა ახლა და ასე იქნება მომავალშიც“, – წერს ექიმი სოციალურ ქსელში.
ეს ინფორმაციები დაგაინტერესებთ ⇓























