19:29 | 2021-08-08 ავტორი: Prime Time

ვიღაც კი არ აკეთებს ამას, არამედ ჩვენ ვუწყობთ საკუთარ თავს გენოციდს – გიორგი ფხაკაძე

ვიღაც კი არ აკეთებს ამას, არამედ ჩვენ ვუწყობთ საკუთარ თავს გენოციდს – გიორგი ფხაკაძე

“წინასაარჩევნო დაძაბულობა სამწუხაროდ ექიმებზეც გადადის. ექიმების უმეტესობა აბსოლუტურად ნეიტრალური უნდა იყოს. აპოლიტიკურები უნდა იყვნენ ისინი”,- ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ “ტვ პირველის ეთერში განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე საგანგებო მიმართვას ავრცელებს
2021-08-08ეკატერინე ტიკარაძე საგანგებო მიმართვას ავრცელებს

 

საქართველოში არსებულ ეპიდვითარებასა და კოვიდინფიცირების მზარდ სტატისტიკას ფხაკაძემ კატასტროფული მდგომარეობა უწოდა და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ვირუსთან საბრძოლველად ყველაზე მძლავრ იარაღად კვლავ პირბადე და სოციალური დისტანცირების დაცვა რჩება.

 

“ყველამ, რომ გამოიყენოს პირბადე ვირუსის გავრცელებას შევამცირებთ. როცა დღიურად 30 ადამიანზე მეტია ქვეყანაში გარდაცვლილი, ეს პრაქტიკულად კატასტროფაა. საქართველო დგას გენოციდის წინაშე. ჩვენ საშუალება გვაქვს, რომ დავიცვათ ჩვენი თავი. ვიღაც კი არ აკეთებს ამას, არამედ ჩვენ ვუწყობთ საკუთარ თავს გენოციდს. ერთადერთი გამოსავალი პირბადეა”, – განაცხადა ფხაკაძე.

 

ასევე ნახეთ სხვა ინფორმაციები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X