13:36 | 2021-09-25 ავტორი: სალომე ნეფარიძე

„ვიღებდით გადაცემას და უცებ უბედურება ხდება“ – რა შეემთხვათ ბაბი კირკიტაძესა და თათა გიორგობიანს

„ვიღებდით გადაცემას და უცებ უბედურება ხდება“ – რა შეემთხვათ ბაბი კირკიტაძესა და თათა გიორგობიანს

მომღერლებს, თათა გიორგობიანსა და ბაბი კირკიტაძეს, საზოგადოება კარგად იცნობს. ისინი ხშირად ჩანან ტელეეკრანებზე და გადაცემას „ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად” ბენდის თანხლებით მუსიკალურად აფორმებენ.

 

როგორც თავად ამბობენ, სცენაზე ერთმანეთს განსხვავებული ხასიათითა და ხმის ტემბრით ავსებენ, თუმცა ბაბი და თათა სცენის მიღმა, ცხოვრებაშიც მეგობრობენ.

 

ნახეთ რა აჩუქა მადლიერმა პაციენტმა დავით გადელიას - ექიმის ემოციური პოსტი
2021-09-25ნახეთ რა აჩუქა მადლიერმა პაციენტმა დავით გადელიას - ექიმის ემოციური პოსტი

 

„შოუში ერთად რომ უნდა გვემუშავა, გამაფრთხილეს, მაგ გოგოს უფრთხილდიო. არადა, რომ გავიცანი, ბაბისნაირი ენერგიული, მხიარული და პასუხისმგებლიანი ცოტა მეგულება. იცით, როგორია? არაფრისგან რაღაცას გამოიყვანს და შექმნის“ – ამბობდა თათა ერთ-ერთ ინტერვიუში.

 

ამჯერად თათა და ბაბი „ინსტაგრამზე” სახალისო ვიდეოს აქვეყნებენ:

 

„როცა ბაბი შეხვდა თათას, აი, ეს მოხდა“ – წერენ ისინი. როგორც ჩანს, თათა გიორგობიანი ბაბი კირკიტაძის რუბრიკას ესტუმრა, რა დროსაც ძლიერი წვიმა დაიწყო და ისინი ექსტრემალურ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. „ვიღებდით გადაცემას და უცებ უბედურება ხდება, გვიშველეთ ვინმემ“, – ამბობენ ვიდეოში თათა და ბაბი.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

არავის არ გაუკვირდეს, თუ ეკლესია მკაფიოდ ეტყვის თავის მრევლს, რა გააკეთოს მან არჩევნებზე - ანდრია ჯაღმაიძე
2021-09-25არავის არ გაუკვირდეს, თუ ეკლესია მკაფიოდ ეტყვის თავის მრევლს, რა გააკეთოს მან არჩევნებზე - ანდრია ჯაღმაიძე
  
გადამარჩინე - მთხოვა პირველად და უკანასკნელად - გიორგი კეკელიძის ემოციური პოსტი
2021-09-25გადამარჩინე - მთხოვა პირველად და უკანასკნელად - გიორგი კეკელიძის ემოციური პოსტი

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X