12:05 | 2021-05-08 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ვიხილავთ თუ არა ლევან ვასაძეს და „ქართულ მარშს“ ერთად – რას ამბობს სანდრო ბრეგაძე 

ვიხილავთ თუ არა ლევან ვასაძეს და „ქართულ მარშს“ ერთად – რას ამბობს სანდრო ბრეგაძე 

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ლევან ვასაძის პოლიტიკაში მოსვლას აფასებს.

 

როგორც ბრეგაძე ამბობს, მან დაახლოებით ერთი წელია, რაც იცის, რომ ვასაძე პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლას აპირებდა.

 

„თუკი იარსებებს ბევრი ეროვნულ იდეოლოგიაზე დაფუძნებული პოლიტიკური ძალა მე ყოველთვის მივესალმები, რადგანაც დღეს ჩვენ ვიმყოფებით ლიბერასტული დიქტატურის მმართველობის ქვეშ, როდესაც ყოველგვარი ეროვნული, ქართული მართლმადიდებლური და ტრადიციული არის იგნორირებული. ლიბერასტულ ძალებს ფაქტობრივად ოკუპირებული აქვს პოლიტიკური ასპარეზი, ტელევიზიები, მედიის რაღაც გარკვეული ნაწილი.

 

აქედან გამომდინარე, რაც უფრო ბევრი იქნება ეროვნულად მოაზროვნე პოლიტიკური ძალები ეს ჩემთვის იქნება მისასალმებელი.

 

ლევან ვასაძე მოიგებს არჩევნებს... „ოცნება“ ეფექტური ვერ აღმოჩნდა - იქნება თუ არა გურამ ფალავანდიშვილი ვასაძის გუნდში
2021-05-06ლევან ვასაძე მოიგებს არჩევნებს... „ოცნება“ ეფექტური ვერ აღმოჩნდა - იქნება თუ არა გურამ ფალავანდიშვილი ვასაძის გუნდში

 

მე ვიცოდი, რომ ამას აპირებდა (პოლიტიკაში მოსვლას), დაახლოებით ერთი წელია. ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან შემოვიდოდა პოლიტიკურ ასპარეზზე.

 

საუბარი არ მქონია, უბრალოდ ვიცოდი, იმ ნაბიჯებიდან გამომდინარე ადვილი მისახვედრი იყო ეს ყველაფერი, რომ ემზადებოდა პოლიტიკაში გამოსაჩენად.

 

საქართველოში პოლიტიკაში ყველაფერი მოსულა, რასაც მე ვაკვირდები. ოდესმე ვერ წარმოვიდგენდი, რომ გიგა ბოკერია და ირაკლი ოქრუაშვილი გვერდი-გვერდ დასხდებოდნენ და ხელჩაკიდებულნი იბრძოლებდნენ ერთი საქმისთვის. რადგანაც კარგად გვახსოვს, რომ სწორედ ბოკერიამ, სააკაშვილმა და მერაბიშვილმა დაიჭირეს ბატონი ოქრუაშვილი და როგორც იგი ამბობს აწამეს ციხეში, ბავშვებით დააშანტაჟეს და ათასი სიბინძურე გაუკეთეს. როდესაც ადამიანზე ასეთი რამ აქვთ გაკეთებული და შემდეგ ის და „ნაციონალები“ ერთად სხდებიან, ჩვენ გამოვრიცხოთ ის, რომ ეროვნულ პლატფორმაზე მყოფ ადამიანებს ჰქონდეთ ერთმანეთთან კომუნიკაცია არ არის გასაკვირი…თუმცა ამ ეტაპზე მე დღევანდელ დღეს ყველაფერს გამოვრიცხავ. ჩვენ, „ქართული მარში“ ემზადება დამოუკიდებელი გრანდიოზული ყრილობისთვის“, – ამბობს სანდრო ბრეგაძე.

 

შეგახსენებთ, რომ 6 მაისს ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ პარტიას აფუძნებს.

 

„ერი“ –  სწორედ ასე ერქმევა ახალ პოლიტიკურ ძალას. ვასაძის პარტიის ლოზუნგი კი – „ერთობა, რაობა, იმედი“ იქნება.

 

ფოტო: ტაბულა
ავტორი: სალომე ნეფარიძე

X