20:57 | 2020-08-05 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

„ვიკლავ თავს!… გავალებთ შური იძიოთ“… ნეკრომაგის და ტაროლოგის დაპირისპირებამ 17 წლის გოგონა სუიციდის გადაწყვეტილებამდე მიიყვანა

„ვიკლავ თავს!… გავალებთ შური იძიოთ“… ნეკრომაგის და ტაროლოგის დაპირისპირებამ 17 წლის გოგონა სუიციდის გადაწყვეტილებამდე მიიყვანა

ცნობილ ქართველ ეზოთერიკოსს და ტაროლოგს ნინო ლეჟავას არასრულწლოვანი გოგონას წარმომადგენლები, რომლის ვინაობასაც შეგნებულად არ ვასახელებთ, პოლიციაში უჩივიან.

 

„პრაიმტაიმი“ არასრულწლოვანის ადვოკატს რევაზ რიჟამაძეს ესაუბრა.

 

– ბატონო რევაზ, რატომ უჩივით ნინო ლეჟავას?

 

– ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი სარგებლობს ფეისბუქით და სხვადასხვა ინტერესები აქვს. ასევე გაწევრიანებულია მაგიური მომსახურების ჯგუფებში, ბავშვი დაინტერესდა კონკრეტული მომსახურებით, ერთ-ერთი მაგის გვერდზე დადებითი კომენტარიც გააკეთა და ამის შემდეგ, მას დაუკავშირდა ნინო ლეჟავა მესინჯერში. ჰკითხა, რა ურთიერთობა გაქვს მირანდა როტსთანო.

 

არასრულწლოვანმა ნინო ლეჟავას უთხრა, რომ ეს სფერო აინტერესებს და მირანდა როტსი ამა და ამ საკითხებში მეხმარებაო. საუბარი იყო, მაგიური რიტუალით შეყვარებულის დაბრუნებაზე. ბავშვმა მიწერა, ამ რიტუალის გაკეთებაში დამეხმარა მირანდა როტსი და კმაყოფილი ვარო.

 

ნინო ლეჟავა ამის შემდეგ დაინტერესდა რამდენი წლის იყო გოგონა, გაიგო, რომ ბავშვი გახლდათ 17 წლის და უთხრა, კანონის დარღვევაა არასრულწლოვანის მაგიურ რიტუალში ჩართვა. მაგას ვუჩივლებ, შენს მშობლებსაც ვეტყვი და ფეისბუქზეც დავწერ ამასო.

 

პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“,  „ქურდული სამყაროს“ წევრობის და გამოძალვის ფაქტზე ორ ადამიანს ბრალდება წარუდგინა
2020-08-05პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და გამოძალვის ფაქტზე ორ ადამიანს ბრალდება წარუდგინა

 

ბავშვი ამაზე უარზე იყო, არ სურდა დედამისს ეს გაეგო, უთხრა ნინო ლეჟავას თავს მოვიკლავო.

 

თავად მირანდა როტსი დამიკავშირდა, რომელიც ჩემი კლიენტია. დავუკავშირდი ბავშვს, შეშინებული ხმით მელაპარაკა, დამიდასტურა ყველაფერი. ისიც მითხრა, მირანდა როტსს მოვატყუე ასაკი, მხოლოდ ნინო ლეჟავას ვუთხარი ჩემი ასაკიო, გავაფრთხილე ეს არავისთვის ეთქვა და მან ეს ყველაფერი ფეისბუქზე დაწერაო.

 

აღმოჩნდა, რომ ნინო ლეჟავას პოსტი ნახა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანის დედამ, ლეჟავამ ბავშვის მშობლებიც გალანძღა, რის შემდეგაც ბავშვმა დაწერა წერილი, სადაც წერდა თავს ვიკლავ და ამაში დამნაშავე არის ნინო ლეჟავაო. წერილის დაწერის შემდეგ ბავშვი დაიკარგა.

 

უმძიმეს მდგომარეობაში ჩავვარდით, მაგრამ გადავარჩინეთ. საბედნიეროდ ის მენდობა. 31 ივლისს შევიტანეთ სარჩელი პოლიციაში, უმძიმეს მდგომარეობაშია ბავშვი. როცა ადამიანს მიზანმიმართულად უქმნი პირობებს თვითმკვლელობისკენ და პირადი ცხოვრების ინფორმაციას უმჟღავნებ ეს მეორე საკითხია.

 

არასრულწლოვანის წერილი, რომელიც “პრაიმტაიმს” ადვოკატმა მიაწოდა

 

– როგორაა ახლა ბავშვი?

 

– ბავშვმა ჩააბარა უნივერსიტეტში, რაიონშია წასული, ძალიან დათრგუნულია და არ ეკონტაქტება გარესამყაროს.

 

რევაზ რიჟამაძესთან საუბრის შემდეგ, „პრაიმტაიმი“ მეორე მხარეს, ნინო ლეჟავასაც დაუკავშირდა, რომელიც ბრალდებებს უარყოფს და ხაზგასმით აღნიშნავს, რადგან ბავშვი თვითმკვლელობაზე საუბრობდა, მხოლოდ ამიტომ მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს.

 

მან ასევე, განაცხადა ისიც, რომ მირანდა როტსთან მას დიდი ხანია დავა აქვს, რომელიც სასამართლოში მიმდინარეობს.

 

– იმ ადამიანთან ვინც ეს ინფორმაცია გაავრცელა, წელიწადნახევარია ჩანიშნული მაქვს სასამართლო პროცესი. მის ადვოკატთან დაკავშირებითაც გაფორმდა საჩივარი, მათ მიერ გასაჯაროვებული ინფორმაცია, რომ მართალი იყოს ახლა ვერ დაგელაპარაკებოდით.

 

ეს არის კონკურენცია, ქალბატონმა მირანდა როტსმა  ის ინფორმაციაც გაავრცელა თითქოს ნარკოტიკებს ვყიდი მოზარდებზე და ა.შ. ბოლო იყო, თითქოს ვიღაც ბავშვი მივიყვანე თვითმკვლელობამდე, ეს ინფორმაცია სისულელეა, მიდის გამოძიება, თუმცა ჯერ არავის დავუბარებივარ პოლიციაში.

 

ეს ბავშვი ზესტაფონში ცხოვრობს და იქეთ დავურეკე იქაურ პოლიციას, ვაპირებ ჩვენების მიცემას.

 

ბავშვი თვითონ დამიკავშირდა, ის იყო შეშინებული, მითხრა, რომ ამ ქალბატონის რეკომენდაციით, მისი და მისი შეყვარებულის ფოტოები დამარხა სასაფლაოზე და ეშინოდა მის მიერ ჩადენილი ქმედების.

 

VIDEO: ბეირუთის გუბერნატორმა ჟურნალისტებთან საუბრისას თავი ვერ შეიკავა და ატირდა
2020-08-05VIDEO: ბეირუთის გუბერნატორმა ჟურნალისტებთან საუბრისას თავი ვერ შეიკავა და ატირდა

 

ბავშვმა მთხოვა არ გამეჟღერებინა ეს ამბავი და არ მეთქვა მისი მშობლებისთვის, მაგრამ რადგან რამდენჯერმე ახსენა სუიციდი, დავუკავშირდი სოციალური მომსახურების სააგენტოს, რათა ბავშვზე მოეხდინათ დაკვირვება.

 

მივიდნენ მასთან სოციალური მუშაკები, რაზეც ბავშვი გაბრაზდა და მომწერა, ამის სქრინები მაქვს.

 

მე ჩემს იურისტთან გავიარე კონსულტაციები და ვინაიდან ბავშვს ჰქონდა სუიციდური ფიქრები, მოვიქეცი ისე, როგორც სამართლებრივად არის დაშვებული.

 

ამის შემდეგ, ბავშვი დაამუშავა ქალბატონმა მირანდამ და მომწერა, შენს წინააღმდეგ დავწერ ჩვენებას, რადგან საიდუმლო არ შემინახეო.

 

მის ადვოკატზეც დავწერე საჩივარი, რადგან მან დაარღვია უდანაშაულობი პრეზუმფცია. ბავშვი ახლა არის ჩემი ოპონენტის და სასაფლაოს მაგიით დაკავებული ქალის ტყვეობაში.

 

თამარ ბაჩალიაშვილის უკანასკნელი დაბადების დღის ამსახველი კადრები (ფოტო/ვიდეო)
2020-08-05თამარ ბაჩალიაშვილის უკანასკნელი დაბადების დღის ამსახველი კადრები (ფოტო/ვიდეო)

 

ბავშვს რომ სასაფლაოზე ფოტოების დასამარხად გაუშვებ, საგანგაშოა.

 

ჩემს წინააღმდეგ დატრიალდა ეს საქმე, რადგან მოვითხოვე ბავშვის მშობლებთან საუბარი, გავგზავნე სოცმუშაკები და ბავშვი ამოფარებულია მათ. მათ განცხადებაში მითითებულია არ დაუკავშირდეთ ბავშვის მშობლებს, დაგვიკავშირდით ჩვენო.

 

ვიდეოშიც ამბობს მია როტსი ფრაზას „ჩემი არასრულწლოვანი მომხმარებელი“, ანუ მან იცოდა რომ არასრულწლოვანი იყო გოგონა. გამომძიებლის სიტყვებს გავაჟღერებ – მე მოვიქეცი სწორად რომ სოცმუშაკებთან მივიტანე ამბავი. დანარჩენს სასამართლო დაადგენს.

 

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

X