12:39 | 2021-03-30 ავტორი: თამარ გონგაძე

„ვილოცოთ ყველამ ერთად“ – კორონავირუსმა ანზორ ერქომაიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა

„ვილოცოთ ყველამ ერთად“ – კორონავირუსმა ანზორ ერქომაიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა

სოციალურ ქსელში შეხვდებით პოსტებს, სადაც მუსიკოსსა და ფოლკლორისტს, ანზორ ერქომაიშვილს ფეისბუქმომხმარებლები გამოჯანმრთელებას უსურვებენ.

 

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მაესტროს კორონავირუსი დაუდგინდა. მუსიკოსი და მისი მეუღლე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადიან მკურნალობას. როგორც გავიგეთ, ფოლკლორისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინწინ დამძიმდა და ორი დღის მანძილზე საჭირო გახდა განსაკუთრებული ზედამხვედველობა. ამჟამად მაესტრო შედარებით უკეთ გრძნობს თავს.

 

თამრიკო ჭოხონელიძე: – ეს ის ადამიანია, რომელიც ძალიან საჭიროა საქართველსოთვის. ეს კაცი ჩვენს სიმღერას და დიდ საგანძურს ემსახურება. ამ საგანძურის გვერდზე უნდა ტრიალებდეს ყველა შეხედულების და მრწამსის ადამიანი. უნდა ვილოცოთ ყველამ ერთად, რომ ანზორ ერქომაშივილი კარგად იყოს.

ავტორი: თამარ გონგაძე

X