
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ საოკუპაციო რეჟიმი მიიღებს „კულტურულ გადაწყვეტილებას“ და გაათავისუფლებს უკანონოდ დაკავებულ ზაზა გახელაძეს.
გომელაურმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კრების შემდეგ განაცხადა, რომ გახელაძის გათავისუფლების საკითხზე ქართული მხარე პარტნიორებთან ერთად აქტიურად მუშაობს.
„მთავრობამ ყველაფერი გააკეთა – ჩვენი პარტნიორები, მეგობრები ჩართულები არიან ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში. ვიმედოვნებ, რომ მიიღებენ კულტურულ გადაწყვეტილებას და გაათავისუფლებენ ადამიანს, დაუბრუნდება ოჯახს.
დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, შეიძლება ჩემმა ღია საუბარმა დააზიანოს და მოლაპარაკებები ჩაშალოს“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
ასევე დაგაინტერესებთ ⇓

























