12:13 | 2020-04-08 ავტორი: თათია ცუკოშვილი

ვიმოქმედებთ იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც გვექნება – ჩიქოვანი სადღესასწაულო დღეებზე

ვიმოქმედებთ იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც გვექნება – ჩიქოვანი სადღესასწაულო დღეებზე

ჩვენ აპრილის შუა რიცხვებში და ბოლოს ვიმოქმედებთ იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც გვექნება, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა „პრაიმტაიმის“ კითხვას, – რა რეგულაციების მიღება შეუძლია სახელმწიფოს ბრწყინვალე შვიდეულის კვირაში, სასაფლაოზე მოსახლეობის დიდი ნაკადის თავიდან აცილების მიზნით?

 

ჩიქოვანის განმარტებით, ყველა გადაწყვეტილება პროფესიონალების, მედიკოსებისა და ეპიდემიოლოგების დასკვნებს ეყრდნობა.

 

„როგორც თქვენ იცით, საკოორდინაციო საბჭო და მთავრობის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება პროფესიონალების, მედიკოსებისა და ეპიდემიოლოგების დასკვნებს ეყრდნობა. ასევე იმ გათვლებს, რომელიც ჩვენ შეგვიძლია რეალობის გათვალისწინებით გვქონდეს.

 

აპრილის შუა რიცხვებში და ბოლოს, იმ ვითარებიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ, რაც გვექნება. ყველა გადაწტვეტილება არსებულ რეალობას და მედიკოსების რეკომენდაციებს დაეყრდნობა,“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

ამავე თემაზე ნახეთ:

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X