
„დღეს ჩვენ ვიკრიბებით იმისთვის, რომ დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, კოორდინაცია გვქონდეს ოპოზიციურ სპექტრს.
ჩვენს პარტიას მიაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ქვეყანაში გვყავს პოლიტიკური პატიმრები, გვყავს პოლიტპატიმარი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც განხორციელებულია ძალიან მძიმე არაადამინური მოპყრობის ფაქტები”,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა
„ვიმსჯელებთ იმაზე, როგორი უნდა იყოს ჩვენი მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგია, ოპოზიციური ერთობა და აზრების შეჯერება ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მსჯელობაც და პოლიტიკური დიალოგიც. ვფიქრობ, ამ ქვეყანაში დღევანდელი მოცემულობით რამხელა პოლარიზაცია და ზიზღიც არის, ეს უკავშირდება პოლიტიკას და მთლიანად “ქართული ოცნების” პასუხისმგებლობაა. მნიშვნელოვანია ვიპოვოთ გზები, როგორ გამოვიყენოთ ქვეყანა ამ მძიმე მოცემულობიდან”,-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.























