22:35 | 2020-11-29 ავტორი: Prime Time

ცნობილი დიეტოლოგი ნატა გაგუა ითხოვს, რომ ექთნის დამხმარედ დაასაქმონ

ცნობილი დიეტოლოგი ნატა გაგუა ითხოვს, რომ ექთნის დამხმარედ დაასაქმონ

ცნობილი იდეტოლოგი, ნატა გაგუა მზად არის ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც ექთნის დამხმარე სჭირდებათ, ანაზღაურების გარეშე იმუშაოს. ამის შესახებ დიეტოლოგი სოციალურ ქსელში წერს.

 

როგროც ნატა გაგუა ამბობს, სწორედ ამ კლინიკაშია მოთავსებული მისი დედაც, რომლის სიცოცხლისთვის ექიმები თავდაუზოგავად შრომობენ.

 

„დღეს გავიგე, რომ ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, კოვიდ ინფიცირებული პაციენტებისთვის არის ექთნის დამხმარის ვაკანსია. ამ განყოფილებაში უკვე 20 დღეა დედაჩემი იბრძვის სიცოცხლისთვის. მძიმე მდგომარეობაა, ექიმი, ბ-ნი ლევან ბესელია და მისი გუნდი თავდაუზოგავად იბრძვიან პაციენტების გადასარჩენად.

 

ვიმუშავებ განყოფილებაში ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე და ვიქნები ექთნის დამხმარე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს დედაჩემსაც ფსიქოლოგიურად ძალიან დაეხმარება და ამას გარდა, იქვე მწოლიარე სხვა პაციენტების (რამდენსაც შევძლებ) მოვლაში დაგეხმარებით“,- წერს ნატა გაგუა.

ავტორი: Prime Time

X