00:50 | 2021-07-02 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ვინ აფინანსებს გიორგი გახარიას პარტიას – მის ანგარიშზე 105 213 ლარი დაირიცხა

ვინ აფინანსებს გიორგი გახარიას პარტიას – მის ანგარიშზე 105 213 ლარი დაირიცხა

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ 48 დღეში 105 213 ლარი შესწირეს.

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 8 მაისიდან 25 ივნისის ჩათვლით პერიოდში გახარიას პარტია დააფინანსა 12-მა ადამიანმა, აქედან არიან პოლიტიკოსებიც.

 

პარტიას ყველაზე მეტი ოდენობის თანხა პარტიის წევრებმა, ალექსანდრე მოწერელიამ და გიორგი ხოჯევანიშვილმა შესწირეს.

 

ანა ბუჩუკური — 5 000 ლარი;

 

გიორგი ხოჯევანიშვილი — 25 000 ლარი;

 

ალექსანდრე მოწერელია — 25 000 ლარი;

 

სოფიო მდინარაძე – 1 248 ლარი;

 

ნიკოლოზ ბარამაშვილი — 24 195 ლარი;

 

გიორგი ჭანტურია — 8 545 ლარი;

 

გიორგი გოგუაძე — 5 000 ლარი;

 

ედიშერ გორგილაძე — 4 000 ლარი;

 

დავით ფარცვანია — 2 125 ლარი;

 

ერასტი ელიჯარაშვილი — 2 100 ლარი;

 

აკაკი გვიანიძე — 1 800 ლარი;

 

ტატო ედიშერაშვილი — 1 200 ლარი.

 

 

 

 

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. ამის მიზეზად „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების თაობაზე თანაგუნდელებთან არსებული უთანხმოება დაასახელა.

 

29 მაისს „ექსპო ჯორჯიაში” გიორგი გახარიას პარტიის დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X