
„ინფექციურ საავადმყოფოში სულ 4 ხალი შემთხვევა შემოვიდა, აქედან ერთი სომხეთიდან, 2 საფრანგეთიდან, ერთის კონტაქტებს კი იკვლევენ“,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისი თქმით, ახალი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის მძიმე.
„ჩვენთან გუშინ შემოვიდა 4 ახალი შემთხვევა, ერთ-ერთი მათ შორის მოზარდი თავის მშობელთან ერთად.
აქედან ერთი შემოსულია სომხეთიდან, დანარჩენი სავარაუდოდ საფრანგეთიდან. ახალი პაციენტის მდგომარეობა არ არის მძიმე. გაფართოებული კვლევებით შეფასდება მათი საერთო მდგომარეობა.
საერთო ჯამში, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 36 პაციენტი მკურნალობს“,- განაცხადა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის, 2 აპრილის მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსის 130 შემთხვევაა დაფიქსირებული.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები






















