
კრიმინალი, ციხე, დევნა, გარჩევები, იარაღი, სამართალდამცველები, დაპირისპირებები – ეს კანონიერი ქურდების ცოლებისათვის ყოველდღიურობაა. ვინ არიან ის ქალები, რომლებიც კრიმინალური ავტორიტეტების უკან დგანან? ერთ-ერთი ირინა ასათიანია.
ირინა ასათიანი ქუთაისელი “კრიმინალური ავტორიტეტის” ტარიელ ფოცხვერიას მეუღლე იყო. ირინა ასათიანი ფართო საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო.
ფოცხვერია სასჯელს ონკოლოგიურ კლინიკაში 2 წელის განმავლობაში იხდიდა. პატიმარ-პაციენტს ბადრაგისა და სპეცრაზმის 7 წევრი აკონტროლებდა. ირინა ასათიანი ადვოკატებთან ერთად მსჯავრდებულის გათავისუფლებას ითხოვდა, რათა მას დარჩენილი სიცოცხლე ოჯახთან გაეტარებინა.
სიმსივნით დაავადებული ფოცხვერია ქვეყნიდან წასულიყო და მეუღლესთან ერთად თურქეთში გადავიდა.
მისი მეუღლე ირინა ასათიანი იმჟამად აცხადებდა, რომ ის და მისი მეუღლე თურქეთში სამუდამოდ გადავიდნენ საცხოვრებლად, ვინაიდან მისთვის ნათელი იყო, რომ “იმ სოციალური სტატუსით”, რაც ფოცხევრიას ჰქონდა,საქართველოში მათ მშვიდად ყოფნის საშუალებას არ მისცემდნენ.
ტარიელ ფოცხვერია 2016 წლის სექტემბერში გარდაიცვალა.
მარინა გოლბერგი
მარინა გოლბერგი კრიმინალური ავტორიტეტის შაქრო კალაშოვის მეუღლეა. მისი სახელი 2012 წელს გახდა ცნობილი, როცა ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დაჯგუფებების წევრების სია გამოაქვეყნა, სადაც ოფიციალურად, “საძმო წრის” (The Brothers’ Circle) კრიმინალური ორგანიზაციის წევრობის სტატუსი მიენიჭა ცნობილ კრიმინალ ზაქრო კალაშოვს.
ასევე ნახეთ: როგორ ჩაცხრილეს ვარანცოვზე „კანონიერი ქურდი“ პაატა ჩლაიძე?
სიაში მოხსენიებულია კალაშოვის მეუღლე მარინა გოლბერგიც. ამ “შავ სიაში” ასევე შედიან: ძმები ლაშა და კახაბერ შუშანაშვილები და მათი “მარჯვენა ხელი” ე.წ. კანონიერი ქურდი კობა შემაზაშვილი, ე.წ. კანონიერი ქურდი თემურ მირზოევი, ე.წ. კანონიერი ქურდი ვლადიმერ ვაგინი (ვაგონი), ე.წ. კანონიერი ქურდი ვასილი ხრისტოფოროვი (ვასია ვოსკრეს) და სხვები. თითქმის ყველა ისინი “დედ ჰასანის” კრიმინალურ წრეში შედიან.
მირანდა ფერაძე
მირანდა ფერაძე ე.წ. კანონიერი ქურდის რეზიკო ჯვარსკის, რევაზ უბილავას მეგობარი გოგონაა. რეზიკო ჯვარსკი ე.წ. კანონიერ ქურდად 2014 წელს “მოინათლა”. ერთ-ერთი გავრცელებული ისტორია, რაც რეზიკო ჯვარსკის სახელს უკავშირდება, მისი და სომეხი ქურდის შეხვედრაა.
შემთხვევა კრასნოდარში მოხდა, სომეხ ქურდთან შესახვედრად მისული რეზიკო ჯვარსკი დააკავეს, მას სთხოვდნენ ქურდებისთვის შეეგინებინა, მაგრამ არ შეაგინა.
რაც შეეხება მის მეგობარ გოგონას, მირანდა ფერაძე და რეზიკო ჯვარსკი 2015 წლის 20 სექტემბერს დააკავეს. დაკავებამდე, 19 სექტემბერს უბილავა და მისი მეგობარი გოგონა, მირანდა ფერაძე ბელორუსიში თურქეთიდან ჩაფრინდენ. კრიმინალურ ავტორიტეტს უკანონო გზით მოპოვებული რამდენიმე ათასი არადეკლარირებული დოლარი და ევრო აღმოაჩნდა, რომლებიც “ობშიაკისთვის” იყო განკუთვნილი.
გასაუბრების შემდეგ “რეზიკო ჯვარსკი” და მისი მეგობარი გოგონა ბელორუსმა სამართალდამცველებმა გაუშვეს და მათი ქვეყნის ტერიტორია დატოვეს.
2020 წლის მაისში შსს-მ რეზიკო ჯვარსკი „კანონიერი ქურდობის“ ბრალდებით დააკავა.
“1993 წელს დაბადებული ე.წ. კანონიერი ქურდი რ.უ. – მეტსახელად „რეზიკო ჯვარსკი“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დააკავეს. დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან სამეგრელოს რეგიონში შემოვიდა.
გამოძიების ინფორმაციითვე, რ.უ. წლების განმავლობაში საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა, დანაშაულებრივ საქმიანობას ეწეოდა, რის გამოც არაერთხელ იყო დაკავებული სხვადასხვა ქვეყნების სამართალდამცავი უწყებების მიერ.
იულია ვოლკოვა
იულია ვოლკოვა სკანდალური ჯგუფის “ტატუს” სოლისტია. მან შარშან ე.წ. კანონიერ ქურდზე გია ზარანდიაზე (იგივე გია გალსკი) იქორწინა.
სანამ მომღერალი 40 წლის კრიმინალურ ავტორიტეტს დაუკავშირებდა ბედს, სკანდალურ პროექტებში იღებდა მონაწილეობას.
ის რუსული “პლეიბოისთვის” გაშიშვლდა კიდეც. გათხოვებისას ვოლკოვა გია გალსკისგან ორსულად.
დაგაინტერესებთ ⇓