
გუშინ, სოფელ ხაბელაშვილებში მომხდარ ავარიას ქობულეთის სამაშველო სამსახურის უფროსი ემსხვერპლა. მამუკა ხაბაზთან ერთად კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა, ერთ-ერთი ასევე სამაშველო სამსახურის თანამშრომელია.
შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ისინი გომის მთიდან ბრუნდებოდნენ. არსებული ინფორმაციით, მანქანა 100 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
მომხდარის შედეგად, 2 ადამიანი დაშავდა.
დაშავებულები მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე მალევე გამოიყვანეს, რის შემდეგაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.























