15:18 | 2021-12-17 ავტორი: Prime Time

ვინ არიან კრიმინალური „ავტორიტეტები”, რომლებიც მოსამართლემ გაათავისუფლა

ვინ არიან კრიმინალური „ავტორიტეტები”, რომლებიც მოსამართლემ გაათავისუფლა

“მოკალი ამის დედას შ***ი! ქურდულ “პარიადკას“ სცდები ბიჭო!” – ეს ერთი პატარა მონაკვეთია შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებული ჩანაწერებიდან.

 

რამდენიმე თვის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილი გახდა, რომ რუსთავში, ერთ-ერთ სარდაფში ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ პირებს მოწყობილი ჰქონდათ სპეციალური ადგილი, სადაც მიზანში ამოღებული ადამიანები ჩაჰყავდათ, ამცირებდნენ, აშანტაჟებდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

 

“წარსულში მრავალგზის ნასამართლევ პირებს მოწყობილი ჰქონდათ სპეციალური სივრცე, სადაც ახდენდნენ კრიმინალურ გარჩევებს, აორგანიზებდნენ და გეგმავდნენ სხვადასხვა დანაშაულებს. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებს კავშირი ჰქონდათ საზღვარგარეთ მყოფ 9 კანონიერ ქურდთან, მათ შორის არიან: კახა შუშანაშვილი, შოთა ასათიანი, ნამიქ სალიფოვი, ლუკა ასანიძე, პაატა ბაქრაძე, დავით ქურასბედიანი და სხვა ე.წ. „კანონიერი ქურდები“ ბრალდებულების კრიმინალური ქმედებებით დაზარალებულია 100-მდე მოქალაქე” – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ლევან კოღუაშვილს ოსკარზე წარდგენილი ფილმი მოპარეს
2021-12-17ლევან კოღუაშვილს ოსკარზე წარდგენილი ფილმი მოპარეს

 

27 დაკავებული პირის საქმეს რუსთავის საქალაქო სასამართლო ივლისიდან განიხილავდა. ორი დღის წინ მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილის გადაწყვეტილებით დაკავებულებიდან 5 პირი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. “ყასაბიჩის” “ჩიჟიკას”„წიწაკას“„მღვდელოვიჩის“ და „ხორთუმას” თანამზრახველები ახლა თავისუფლად გადაადგილდებიან.

 

საინტერესოა, არის თუ არა ამ საქმის დაზარალებული მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული და ვინ იცავს მათ ქუჩაში “სვაბოდაზე” მყოფი კრიმინალებისგან. ასევე, ცნობილი გახდა რომ მოსამართლე პართენიშვილმა 2019 წელს ანალოგიური დანაშაულისთვის ბათუმში, მესტიაში, მარნეულში, დმანისში, რუსთავში, თბილისში და წითელ ხიდზე პოლიციის მიერ დაკავებული პირებიც გაათავისუფლა.

 

მაშინ მოსამართლემ ყველაზე ჰუმანური მიდგომები „ლამბოს“ „ოსკარა“,„ხომეინას“„გოჭის“ „ჯოლოს“„ბაჩოს“ და „წიეს“ მიმართ გამოიყენა.  პოლიციის მიერ დაკავებული და მოსამართლის მიერ გათავისუფლებული პირები ღიად აღიარებდნენ ე.წ. ქურდულ სამყაროს და მისდამი მხარდაჭერას საჯაროდ გამოხატავდნენ.

 

ისინი ე.წ. კანონიერი ქურდების – „გულის“, მისი ძმის – ნამიკ სალიფოვის და მათი გარემოცვის სასარგებლოდ, ასევე, მათი სახელის გამოყენებით, მოქალაქეებს აშინებდნენ, ემუქრებოდნენ და თანხას სძალავდნენ.  მათ მიერ შეგროვებულ ე.წ. “ობშიაკს” აგზავნიდნენ თურქეთში მყოფი კანონიერი ქურდის – მინდია ლავასოღლის გარემოცვასთან.

 

ავტორი: Prime Time

X