11:15 | 2021-02-23 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ვინ არიან ნიკა მელიას საქმეზე დაკავებულები

ვინ არიან ნიკა მელიას საქმეზე დაკავებულები

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში, პოლიციელებმა ნიკა მელიას დაკავებისას პარტიის თავმჯდომარესთან ერთად აქტივისტები დააკავა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია 21 ადამიანი, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი, მოძრაობა “სირცხვილია”-ს აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი, აქტივისტი ზუგდიდიდან  – ირაკლი კვარაცხელია.

ვპირდები ივანიშვილს, ის ამ ქვეყანაში ვეღარ იცხოვრებს - გიგი უგულავა
2021-02-23ვპირდები ივანიშვილს, ის ამ ქვეყანაში ვეღარ იცხოვრებს - გიგი უგულავა

 

“პრაიმტაიმი” დაკავებულების ვინაობას არკვევს.

 

დღეს დილით, 23 თებერვალს, სამართალდამცველებმა ნიკა მელია ოფისში დააკავეს.

 

ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა.

 

ოფისთან მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე ნიკა მელიას მხარდამჭერებსა და სამართალდამცველებს შორის მდგომარეობა რამდენჯერმე დაიძაბა.

 

მანამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

 

სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ოფისში დღეს დილით შევიდნენ.

 

ცნობისთვის, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.

 

ყველა ინფორმაცია ნიკა მელიას საქმეზე ნახეთ ამ ბმულზე

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X