13:20 | 2021-08-20 ავტორი: თეონა ყაჭიური

ვინ არიან პაციენტები, რომლებიც საველე ჰოსპიტლებში მოათავსეს – თამარ გაბუნიას განმარტება

ვინ არიან პაციენტები, რომლებიც საველე ჰოსპიტლებში მოათავსეს – თამარ გაბუნიას განმარტება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია განმარტავს, რა ტიპის სიმძიმის პაციენტების არიან ამ დროისთვის მოთავსებულები საველე ჰოსპიტალში.

 

როგორც გაბუნია ამბობს, საველე ჰოსპიტალში ამჟამად საშუალო სიმძიმის პაციენტები არიან მოთავსებულები.

59 გარდაცვლილი და 4 743 ინფიცირებული - 20 აგვისტოს ეპიდვითარება საქართველოში
2021-08-2059 გარდაცვლილი და 4 743 ინფიცირებული - 20 აგვისტოს ეპიდვითარება საქართველოში

 

„საველე ჰოსპიტალში პაციენტების მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. აქ არიან მოთავსებულები პაციენტები, რომლებსაც სჭირდებათ დამატებით ჟანგბადი, მაგრამ მათი მდგომარეობა კვლავაც სტაბილურია და საველე ჰოსპიტლის პირობებში მკურნალობა შესაძლებელია. ეს ასეც იყო დაგეგმილი. მძიმე პაციენტების გადაყვანა ჰოსპიტლებში არც იგეგმებოდა“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

ცნობისთვის, ამ დროისთვის დიღმის საველე ჰოსპიტალში 9 პაციენტია მოთავსებული.

 

20 აგვისტოს ქვეყანაში კორონავირუსის 4 743 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 10.22%-ია.

 

ამასთან, 20 აგვისტოს მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 907 665 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 266 962 ადამიანი. 19 აგვისტოს აიცრა 23 986 პირი.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X