
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარტიული სია წარადგინა.
150 კაციან სიაში 37 ქალია:

თეა წულუკიანი
„ქართული ოცნების“ 150 კაციან სიაში მეოთხე ნომერს იუსტიციის ყოფილი მინისტრი და საქართველოს ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი იკავეს. წულუკიანი იუსტიციის მინისტრის თანამდებობას 2012 წლის 25 ოქტომბრიდან იკავებდა.

მარიამ ქვრივიშვილი
საარჩევნო სიაში მერვე ნომრად მოხვდა ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.
მარიამ ქვრივიშვილი 2013 წლიდან კომპანია „ვოიაჟერის“ გენერალური დირექტორი იყო. „ვოიაჟერი“ ავიაკომპანიების „ფლაი დუბაის, „გალფ ეარის“, „სალამ ეარის“, „ჯაზერა ეარვეისის“ და „ფლაინესის“ ავტორიზებული დისტრიბუტორია საქართველოში. მანამდე ქვრივიშვილი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში მუშაობდა, სადაც იყო ხელმძღვანელის მოადგილე მარკეტინგის განხრით.

მაია ბითაძე
სიაში რიგით მეათე ნომერი თბილისის მერის პირველი მოადგილე მაია ბითაძეა. იგი 2014-2017 წლებში იყო მინისტრის მოადგილე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში. მაია ბითაძეს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იურიდიული ფაკულტეტის სამართლის დოქტორის წოდება აქვს.

მაკა ბოჭორიშვილი
„ქართული ოცნების“ სიის მე-14-ე ნომერი მაკა ბოჭორიშვილია. ბოჭორიშვილი ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოში და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლობაში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანია.

მარიამ ლაშხი
მარიამ ლაშხი სიის მე-19-ე ნომერია. იგი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეა.

ნინო წილოსანი
„ქართული ოცნების“ 150 კაციან სიაშია 24-ე ნომრად ამბოხებული მაჟორიტარი ნინო წილოსანია. იგი 2019 წლიდან ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრია.
რიმა ბერიძე
სიაში 36-ე ადგილს იკავებს რიმა ბერიძე – „ქართული ოცნების” დეპუტატი თბილისის საკრებულოში.
![]()
ელისო ბოლქვაძე
საარჩევნო სიაში პიანისტი ელისო ბოლქვაძეც იქნება. ის პარტიული სიის 32-ე ნომერია
პიანისტმა ელისო ბოლქვაძემ დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო კონსერვატორია 1984 წელს; ასპირანტურა 1992 წელს.
პიანისტი კონცერტებს მართავს მსოფლიოს პრესტიჟულ დარბაზებში – ევროპას, ამერიკასა და რუსეთში; იგი თანამშრომლობს გამოჩენილ დირიჟორებთან; ხშირად იწვევენ სიმფონიური სეზონების გასახსნელად საზღვარგარეთ და ასევე საერთაშორისო ფესტივალებზე.
არის ერთადერთი ქართველი პიანისტი, რომლის კონცერტები რეგულარულად გადაიცემა ცნობილ ფრანგულ მუსიკალურ არხ Mezzo-ზე.

ირმა ზავრადაშვილი
სიის მე-40 ნომერია ირმა ზავრადაშვილი – დიდუბის რაიონის გამგებელი. ზავრადაშვილმა 1995 წელს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა. სპეციალობა – ექიმი გინეკოლოგი. ლიცენზირებული ექიმი მეან-გინეკოლოგიასა და ზოგად თერაპიაში.
2012 წელს იყო პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – შტაბის ხელმძღვანელი, საარჩევნო ტრენერი, საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

ქეთი დუმბაძე
„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაშია ნოდარ დუმბაძის შვილი, ხელოვნებათმცოდნე ქეთი დუმბაძე. ის სიაში 44-ე ნომერია.
ქეთი დუბმაძე კულტურის მინისტრის ყოფილი მრჩეველი იყო.
![]()
ხატია წილოსანი
საარჩევნო სიაში 48 ნომრად ხატია წილოსანი დასახელდა. იგი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებს.
![]()
ანა ბუჩუკური
სიაში მოხვდა ანა ბუჩუკური – ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსი.
ანა ბუჩუკურს სამართლის მაგისტრის ხარისხი 2013 წელს მიენიჭა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ.
სხვადასხვა დროს იგი მუშაობდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.
![]()
თამარ ტალიაშვილი
სიაშია ასევე თამარ ტალიაშვილის თბილისის ზღვისუბნის საკრებულოს დეპუტატი.
ტალიაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2000 წელს დაამთავრა.
2014 წლის თებერვლიდან შსს-ს აკადემიის პრორექტორის პოსტს იკავებდა, ხოლო 2014 წლის ნოემბრიდან შსს ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა.

გენრიეტა წიწავა
სიის 72 ნომერია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის თანამშრომელი გენრიეტა წიწავა.

ნინო ლაცაბიძე
სიაში 108 ნომრად წარმოდგენილია ნინო ლაცაბიძე – თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს წევრი.
ლაცაბიძემ, 2006 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი დაამთავრა. 2014 წელს ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი – საბანკო საქმე.
ნინო ლაცაბიძე 2016 /2017 წლებში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის – ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
„ქართული ოცნების“ სიაში ასევე მოხვდნენ:
ეკა სეფაშვილი
მაია მენაღარიშვილი
ნინო იობაშვილი
ბაია კვიციანი
სალომე ქურასბედიანი
სალომე ჯინჯოლავა
ქეთევან ჩარკვიანი
ნათია მოდებაძე
მარიამ ყაყიჩაშვილი
მარიამი ლომიძე
მარიამ ნასუაშვილი
ანა თევდორაძე
ქეთი აბაიშვილი
მაიკო ხარძიანი
ნათია თელია
ნინო ქარდავა
მარიამ თევზაძე
ნინო ჯანიაშვილი
ნინო გიგინეიშვილი
ხატია ურიგაშვილი
ალექსანდრა ხორგუაშვილი
ანა მიქაუტაძე






















