11:33 | 2020-09-01 ავტორი: Prime Time

ვინ არიან ქართველები თურქეთის ნომერ პირველი მაფიოზის გარემოცვაში – რას წერს მაფიის ბოსი ბადრი კოღუაშვილზე?

ვინ არიან ქართველები თურქეთის ნომერ პირველი მაფიოზის გარემოცვაში – რას წერს მაფიის ბოსი ბადრი კოღუაშვილზე?

სედაკ პეკერის სახელი თურქეთში ყველამ იცის. გავლენიანი კრიმინალური „ავტორიტეტი“ თურქული მაფიის ბოსად მიიჩნევა. იგი მართავს მრავალრიცხოვან დანაშაულებრივ დაჯგუფებას, რომლის წევრები სხვადასხვა დროს საკმაოდ მძიმე დანაშაულებებისთვის გაასამართლეს.

 

მიუხედავად იმისა, რომ თავად სედაკ პეკერიც რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული, საკუთარი გავლენებით იგი ყოველთვის ახერხებდა საპატიმროდან ვადაზე ადრე თავის დაღწევას.

 

თურქული მაფიის ბოსის გარემოცვაში არაერთი ქართველი კრიმინალური „ავტორიტეტია“. მოგეხსენბათ, ბოლო პერიოდში თურქეთში „კანონიერი ქურდების“ დიდი კონცენტრაცია ფიქსირდება, მათი უმრავლესობა კი ცდილობს კავშირის დამყარებას სედაკ პეკერთან.

 

ათენის მდიდრულ გარეუბანში ქართველი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს - ვინ არის „სანდრიკა“?
2020-08-11ათენის მდიდრულ გარეუბანში ქართველი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს - ვინ არის „სანდრიკა“?

 

პეკერს ახლო მეგობრობა აკავშირებს გავლენიან ქართველ „კანონიერ ქურდთან“, ბადრი კოღუაშვილთან, რომელიც შაქრო კალაშოვის კლანის ერთ-ერთი ლიდერია. კოღუაშვილს დაპირისპრიება ჰქონდა რამდენიმე დღის წინ ანტალიაში მოკლულ ნადირ სალიფოვთან (ლოტუ გული).

 

შეიძლება ითქვას, რომ კალაშოვი-კოღუაშვილის კლანის არაერთი კრიმინალი, ასევე დაკავშირებულია სედაკ პეკერის ქსელთან.

 

აი, რა ახსნა-განმარტების გაკეთება მოუწია სედაკ პეკერს ბადრი კოღუაშვილთან ერთ-ერთი შეხვედრის შემდეგ. უდავოა, რომ ამ წერილის ადრესატი ნადირ სალიფოვი გახლდათ, რომელსაც პეკერმა მიანიშნა, რომ კოღუაშვილთან მეგობრობა მისი არჩევანია.

 

„მე შევხვდი ჩემს მეგობარს, ბადრი კოღუაშვილს. ის ჩემმა მეგობარმა და ძმამ – გურსელ საიფულამ გამაცნო.

 

ის მოვიდა ჩემთან სახლში, როგორც საპატიო ადამიანი. ჩვენ ვსაუბრობდით ვაჭრობაზე და მსოფლიო პოლიტიკაზე.

 

ის მშვიდობიანი ადამიანია. მას არ შემოუთავაზებია არანაირი წინადადება. სხვებს ჰგონია, რომ ეს ვიზიტი გამორჩენის მიზნით მოხდა. როგორც გავიცანი კეთილშობილ ადამიანად, ის სულ ასე იქნება ჩემთავის.

 

Седат Пекер рассказал о Бадри Когуашвили | КРИМИНАЛЬНЫЕ АВТОРИТЕТЫ ВОРЫ В  ЗАКОНЕ |
სედაკ პეკერი, ბადრი კოღუაშვილი, გურსელ საიფულოვი

 

 

ავტორი: Prime Time

X