11:00 | 2021-06-07 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ვინ არის 19 წლის ბიჭი, რომელიც ავარიის დროს შეყვარებულს გადაეფარა და გარდაიცვალა

ვინ არის 19 წლის ბიჭი, რომელიც ავარიის დროს შეყვარებულს გადაეფარა და გარდაიცვალა

5 ივნისს გორში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილი 19 წლის ბიჭი ლუკა ხეხელაშვილია. ის სტუდენტი იყო „სდასუში“ სწავლობდა.

 

ტრაგიკულ შემთხვევას უნივერსიტეტიც ეხმიანება და სამძიმრის წერილს ავრცელებს:

 

„საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სახელით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი სტუდენტის, ლუკა ხეხელაშვილის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას ვუცხადებთ მის ოჯახს და მეგობრებს“, – ნათქვამია პოსტში.

 

ბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
2021-06-07ბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

 

ადგილორბივი მედია საშუალება „დია ნიუსი“ თვითმხილველების ნაამბობს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილეები შეყვარებული წყვილია. ისინი გზის გადაკვეთას ცდილობდნენ, რა დროსაც მთავარ გზაზე მიმავალმა ავტომობილმა მათთვის მანქანის არიდება ვერ მოახერხა.

 

ადგილობრივების ინფორმაციით, ბიჭმა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანება თავის არეში მაშინ მიიღო, როდესაც შეყვარებულ გოგოს გადაეფარა და მისი გადარჩენა სცადა.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X