11:10 | 2020-03-22 ავტორი: Prime Time

ვინ არის 5 ახალი დაინფიცირებული?

ვინ არის 5 ახალი დაინფიცირებული?

საქართველოში, 5 ახალი დაინფიცირებულიდან 2 ინფექციურ საავადმყოფოში გადის მკურნალობას. მათგან ერთ-ერთის ინფიცირების წყარო ახალია, ის ევროპიდან ჩამოვიდა. ხოლო, მეორე უკვე არსებული პაციენტის კონტაქტია, რომელიც 14 წლამდე ბავშვია.

 

რაც შეეხება, კიდევ 3 ახალ შემთხვევას, მათგან ერთ-ერთი კორონავირუსით დაავადებული, უკვე არსებული დაინფიცირებული ჯგუფის კონტაქტია. ორი კი ახალი შემოტანილი შემთხვევაა, მათი კონტაქტების მოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია საუბრობს.

 

ინფექციურ საავადმყოფოში სულ კორონავირუსით დაავადებული 5 ბავშვი გადის მკურნალობას. „უკვე 5 ბავშვია ჩვენს ცენტრში, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“ – განაცხადა ეზუგბაიამ.

 

საქართველოში კორონავირუსის 54 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან, 3 უკვე გამოჯანმრთელდა.

ავტორი: Prime Time

X