
ბათუმში ავარიის შედეგად ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა. გარდაცვილი ბიჭი მინდია შავაძეა.
კლინიკა ,,ბაუში” განაცხადეს რომ გუშინ შეყვანილი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. მას სხეულის მრავლობითი მოტეხილობა და ტრავმა აღენიშნებოდა. მედიკოსების მცდელობის მიუხედავად 27 წლის კაცი გარდაიცვალა. მას ერთი მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავდა.
შემთხვევა გუშინ მოხდა. ერთმანეთს 4 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამივე დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.






















