
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი გარდაიცვალა.
მას ვირუსმა ფილტვები მნიშვნელოვნად დაუზიანა, რის გამოც ექიმებმა ფეხბურთელის გადარჩენა ვერ შეძლეს.
ვახტანგ ჩარკვიანი თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია.
კლინიკაში მის გასამხნევებლად ცნობილმა ქართველმა ფეხბურთელებმა, აჩი არველაძემ და გიორგი ქინქლაძემ მიმართვაც კი ჩაწერეს და გაუგზავნეს.
ქინქლაძე ახალგაზრდა ფეხბურთელს მომავალში ერთად თამაშსაც ჰპირდებოდა.
ასევე წაიკითხეთ სხვა სიახლეები და სტატიები ⇓






















