09:41 | 2021-12-15 ავტორი: Prime Time

ვინ არის ახალგაზრდა, რომელიც ახალი წლისათვის გაჭირვებული ოჯახების დასახმარებელი თანხის შეგროვებას ცდილობს

ვინ არის ახალგაზრდა, რომელიც ახალი წლისათვის გაჭირვებული ოჯახების დასახმარებელი თანხის შეგროვებას ცდილობს

ლაგოდეხელი ნიკა გოგოლაძე, წიგნებს და სხვადასხვა სახეობის ნივთებს ყიდის და ახალი წლისათვის გაჭირვებული ოჯახების დასახმარებელი თანხის შეგროვებას ცდილობს.

ღმერთო, ხომ ხედავდი, რა დღეში იყო დედიკო და მე - დიკა სალაყაია ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიაზე
2021-12-15ღმერთო, ხომ ხედავდი, რა დღეში იყო დედიკო და მე - დიკა სალაყაია ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიაზე

სპეციალური სტენდი, ახალგაზრდამ ლაგოდეხის ცენტრში მოაწყო და შესაბამისი ბანერიც გამოაკრა, სადაც საკუთარი მიზნების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.

 

„მე ვიბრძვი, რომ ადამიანებს დავეხმარო. მინდა , ამ ახალ წელს 50 სოციალურად დაუცველ ოჯახს დავეხმარო. ახლა საზოგადოების აქტიურობის ჯერია. ხვალაც ცენტრალურ ტრასაზე გვექნება გამოტანილი ჩვენი სტენდი, სადაც ხელნაკეთი ნივთების, საახალწლო სათამაშოების შეძენის შესაძლებლობა იქნება. ასევე გვექნება განთავსებული ყუთი, სადაც მსურველებს შეჭირვებული ოჯახებისათვის, პროდუქტის დატოვება შეუძლიათ. დღეს 100 ლარი მოვაგროვეთ”,- აცხადებს გოგოლაძე.

 

თანხისა და პროდუქტების შეგროვება, რამდენიმე დღის განმავლობაში, ლაგოდეხის ცენტრალურ ქუჩებში გაგრძელდება და წინასაახალწლო დღეებში, გაჭირვებულ ოჯახებს გადაეცემა.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: Prime Time

X