10:50 | 2021-06-10 ავტორი: Prime Time

ვინ არის ახალგაზრდა, რომელსაც მალთაყვის ზღვის სანაპიროზე ეძებენ მაშველები ზღვაში

ვინ არის ახალგაზრდა, რომელსაც მალთაყვის ზღვის სანაპიროზე ეძებენ მაშველები ზღვაში

მალთაყვის ზღვის სანაპიროზე, მაშველები მეორე დღეა ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. იგი სოფელ პატარა ფოთის მკვიდრი 26 წლის დავით ზარანდია.

 

„ოჯახში მოხუცი ბებია და მამა ჰყავს, დედა არც ახსოვს, 6 თვის იყო დათო დედა რომ გარდაეცვალა. ეს არის ოჯახის და სოფლის ტრაგედია“, – გვითხრა სოფლის რწმუნებულმა მთვარისა ბართიამ.

 

ცნობისთვის, ფოთში, მალთაყვის სანაპიროზე სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. თვითმხილველების განცხადებით, მამაკაცი წელამდე წყალში იყო, რა დროსაც იგი დინებამ გაიტაცა.

 

სამძებრო სამუშაოებში მაშველებთან ერთად ჩართულია სპეციალური ტექნიკა.

 

ავტორი: თეა შონია

 

ავტორი: Prime Time

X