
აჭარაში, გარდაიცვალა ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი, რომელიც 61 წლის ქალია.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 26 სექტემბერს შეიყვანა.
პაციენტს COVID -19 – ის გარდა, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი, თირკმლის უკმარისობა და შოკი აღენიშნებოდა.
პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა: გულის უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, ჭარბი წონა.
ექიმის ინფორმაციით, კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი 2 სექტემბერს გარდაიცვალა.
ამჟამად აჭარში მკურნალობას გადის: Covid კლინიკებში – 460 პაციენტი, 10 არასრულწლივანი, 17 ოსრული. რეანიმაციაში მოთავსებულია – 24 პაციენტი. თავისუფალი საწოლების რაოდენობა არის 64. Covid სასტუმროებში მოთავსებულია 784 პაციენტი, მათ შორის 73 არასრულწლოვანი.
აჭარაში ბინაზე 1000 პირი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან. აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩართულია 9 სამედიცინო დაწესებულება (კოვიდ კლინიკა, ცხელების ცენტრი). რეგიონში მობილიზებულია 600-ზე მეტი საწოლი. კოვიდ დადებითი პაციენტებისთვის გამოყოფილია 7 საკარნტინო სივრცე.
გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოჯანმრთელდა 177 კოვიდ დადებითი პაციენტი. დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 360 ახალი შემთხვევა.






















