14:04 | 2020-10-03 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ვინ არის აჭარაში სტიქიის შედეგად დაკარგული მამაკაცი – მისი მანქანა ხიდიდან გადავარდა

ვინ არის აჭარაში სტიქიის შედეგად დაკარგული მამაკაცი – მისი მანქანა ხიდიდან გადავარდა

აჭარაში 1 ოქტომბერს მოსული უხვი ნალექის შედეგად ადიდებულ მდინარე მეჯინისწყალში სოფელ ზანაქიძეების ხიდიდან ავტომანქანა გადავარდა.

 

მგზავრმა გადმოხტომა მოახერხა, ხოლო მძღოლის სამძებრო სამუშაოები მდინარესა და ზღვაზე ამ წუთებშიც აქტიურად მიმდინარეობს.

 

იმ ღამით სახლში არ იმყოფებოდა - როგორ გადარჩა მეწყერის ქვეშ მოყოლილი ოჯახის ერთი წევრი, არასრულწლოვანი გოგონა
2020-10-02იმ ღამით სახლში არ იმყოფებოდა - როგორ გადარჩა მეწყერის ქვეშ მოყოლილი ოჯახის ერთი წევრი, არასრულწლოვანი გოგონა

 

დღეს სამძებრო სამუშაოებში დრონიც ჩაერთო. გაუჩინარებული მძღოლი მალხაზ ჯაფარიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს სატრანსპორტო სამსახურის თანამშრომელია.

 

როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, მდინარეში გადავარდნილი მძღოლის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

 

„მაშველები მეჯინისწყალზე აგრძელებენ სამძებრო სამუშაოებს. გუშინ რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ვერ მოხერხდა პოვნა, მაგრამ ყველა სამსახური მუშაობს ბოლომდე იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს ყველა იმ კერის გამოვლენა, სადაც შესაძლოა ეს ადამიანი იმყოფებოდეს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X