
„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ბათუმში, კორონავირუსით გარდაცვლი ახალგაზრდა ქალი 21 თამარ ფაშაევაა.
მას გადატანილი მძიმე ნეიროქირურგიული ოპერაციები ჰქონდა და გარდაცვალების მიზეზიც სწორედ ეს გახდა.
„ჩემო თამუ, როგორ გაგვიფრინდი, არ მჯერა რომ აღარ გვყავხარ. ძალიან დამწყდა გული. რას ვიფიქრებდი თუ დაგვტოვებდი. როგორ გვენატრები… ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სული“ – წერს სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ერთ-ერთი მეგობარი.

შეგახსენებთ, ბათუმში კორონავირუსით ახალგაზრდა ქალი დღეს გარდაიცვალა. პაციენტი ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.
ის ფილტვების მძიმე დაზიანებებითა და თანმდევი რთული დაავადებებით სამკურნალოდ 24 ივლისს შეიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ცნობისთვის, საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში 38 ინფიცირებული გარდაიცვალა.






















