23:05 | 2021-02-01 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ვინ არის ბიჭი, რომელიც ივერი მელაშვილს სავაჭრო ცენტრში დაუპირისპირდა

ვინ არის ბიჭი, რომელიც ივერი მელაშვილს სავაჭრო ცენტრში დაუპირისპირდა

ახალგაზრდა კაცი, რომელიც კარტოგრაფ ივერი მელაშვილს სავაჭრო ცენტრში, ტექნიკის ერთ-ერთ მაღაზიაში დაუპირისპირდა, ბაქარ ადამიაა.

 

 

მას სოციალური ქსელის საკუთარი ანგარიში დახურული აქვს, მაგრამ მის კედელზე დიდი აქტიურობაა. საზოგადოების აზრი ორად იყოფა: ნაწილი წერს, რომ ივერი მელაშვილს მან ბევრი მათგანის სათქმელი უთხრა. ნაწილი კი, პროვოკატორობაში ადანაშაულებს და ეთიკას უწუნებენ.

 

 

გავრცელებული ინფორმაციით, ბაქარ ადამია ტურიზმის ადმინისტრაციის თანამშრომელია.

 

“პრაიმტაიმი” ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დაუკავშირდა, თუმცა უწყებისგან პასუხს ამ დრომდე ელოდება.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X