20:58 | 2020-10-02 ავტორი: Prime Time

ვინ არის ბიზნესმენი, რომელმაც ქართულ მხარეს გარეჯის რუკის დედანი გადასცა

ვინ არის ბიზნესმენი, რომელმაც ქართულ მხარეს გარეჯის რუკის დედანი გადასცა

რუკების დედნები, რომლის საფუძველზეც პროკურატურამ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ქართულ მხარეს ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა გადასცა.

 

რას იძიებს პროკურატურა - დავით გარეჯის საქმის დეტალები 
2020-09-29რას იძიებს პროკურატურა - დავით გარეჯის საქმის დეტალები 

 

როგორც ბიზნესმენმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, დაახლოებით ერთ კვირაში საქართველოში დაბრუნდება და მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხებს. რომელი წლების რუკებზეა საუბარი და როგორ აღმოჩნდა დოკუმენტები ბიზნესმენის ხელში, ამაზე დავით ხიდაშელი ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს.

 

1-ელ სექტემბერს კი, გამოძიების ფარგლებში, ჩხრეკები ჩატარდა დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი წევრების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სახლებსა და ოფისებში.

 

29 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისფაქტზე გამოძიება დაიწყო.

 

საგამოძიებო ორგანოს არ დაუკონკრეტებია უშუალოდ რა პერიოდის ეხება საქმე და ვისი შესაძლო დანაშაული იკვეთება.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა რამდენიმე დღის წინ თბილისში, აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მოპოვებულია დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე ახალი კარტოგრაფიული მასალები, ამიტომ ქართულ–აზერბაიჯანული 2006–2007 წლების შეთანხმება შეიძლება გადაიხედოს. სავარაუდოდ, სწორედ ამ საკითხს უკავშირდება პროკურატურაში დაწყებული გამოძიება.

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X