
„პრაიმტაიმისთვის” ცნობილი გახდა, გუშინ, ქუთაისში გარდაცვლილი ქალის ვინაობა, რომელიც უმისამართოდ ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა. ის 84 წლის დალი ქაშმაძეა.
შემთხვევა ახალი წლის ღამეს, გელათის ქუჩაზე მოხდა. ადგილობრივების თქმით, დალი ქაშმაძე აივანზე იდგა, რა დროსაც თავის არეში ტყვია მოხვდა, ის ჭრილობით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და გუშინ გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ავტორი: კესო მოლაშხია























