01:17 | 2020-07-21 ავტორი: Prime Time

ვინ არის COVID-19-ით გარდაცვლილი მე-16 პაციენტი

ვინ არის COVID-19-ით გარდაცვლილი მე-16 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვილი მე-16 პაციენტი 72 წლის მამაკაცია, რომელსაც თანმხლები ქრონიკული დაავადებები ჰქონდა, რამაც მისი მდგომარეობის გართულება გამოიწვია.

 

მამაკაცი 16 ივლისიდან მცხეთის საავადმყოფოში იყო მოთავსებული. კლინიკის დირექტორის, ლიკა მუმლაძის განცხადებით, სტაციონარში მოთავსებამდე პაციენტი ინგოროყვას კლინიკაში გეგმიურ ჰემოდიალიზს იტარებდა, ინფექცია კი 15 ივლისს დაუდასტურდა.

 

„გარდაცვალების მიზეზი გახდა კორონავირუსული ინფექცია, დაავადება, რომელიც პაციენტს 15 ივლისს დაუდასტურდა. ჩვენთან გადმოიყვანეს 16 ივლისს, გამთენიისას, ინგოროყვას კლინიკიდან, სადაც ის იტარებდა გეგმურ ჰემოდიალიზს“, – ამბობს მუმლაძე „პირველი არხის“ ეთერში.

 

მისივე თქმით, ბოლო დღეებში პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სიცოცხლესთან შეუსაბამო იყო.

 

პროგნოზულად ეს პაციენტი იყო მძიმე. ზოგადად, თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტების მართვა რთული. პაციენტის ჰქონდა ქრონიკული დაავადებები: თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, 3-4 წლის განმავლობაში იტარებდა ჰემოდიალიზის სეანსებს, ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, პოდაგრა, რევმატოიდული ართრიტი, გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია“, – ამბობს ლიკა მუმლაძე.

 

საგულისხმოა, რომ მამაკაცის ინფიცირების წყარო ამ დრომდე უცნობია.

 

შეგახსენებთ, რომ 72 წლის მამაკაცი მე-16 პაციენტია, რომელიც საქართველოში COVID-19-ით გარდაიცვალა.

 

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1039 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 900 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

კიდევ 11 დაინფიცირებული და 1 გამოჯანმრთელებული - ბოლო მონაცემები კორონავირუსზე
2020-07-20კიდევ 11 დაინფიცირებული და 1 გამოჯანმრთელებული - ბოლო მონაცემები კორონავირუსზე
ავტორი: Prime Time

X