
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი 66 წლის მამაკაცია და ის ე.წ „ეროვნული ბანკის” კლასტერიდანაა.
როგორც „პრაიმტაიმს“ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ანესთეზია-რეანიმატოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა განუცხადა, მას თანმხლები დააავდებებიც ჰქონდა, ესააგულის უკმარისობა და არტერიული გიპერტენზია.
„ეს პაციენტი დაახლოებით, 2-თვე-ნახევრის წინ არის შემოყვანილი ჩვენთან. სეფსისის ცენტრიდან გადმოიყვანეს. სუნთქვის მწვავე უკმარისობა და გულის პრობლემები ჰქონდა.
გადმოყვანისთანავე, პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, ჩატარებული კვლევით გამოვლინდა ორმხრივი პლევმონია. ასევე დადასტურებული ჰქონდა გულის პრობლემები.
ყველა საჭირო ღონისძიება გატარდა, თუმცა, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – განმარტა რატიანმა.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მეთოთხმეტე შემთხვევა დაფიქსირდა.























