
შარლ მიშელი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი 2019 წელს გახდა. მიშელმა ამ პოზიციაზე დონალდ ტუსკი შეცვალა. მიშელი ყოფილი ევროკომისრის შვილია. ბრიუსელში იურიდიული ფაკულტეტზე სწავლის შემდეგ განათლების მიღება ამსტერდამში გააგრძელა.
„ნიდერლანდებში ბელგიელი წავედი და ევროპელად დავბრუნდი“ – ეს მიშელის სიტყვებია. შარლი ჯერ ფედერალური პარლამენტის წევრი გახდა, 2000 წელს ვალონიის შსს მინისტრის თანამდებობა დაიკავა.
2006-2014 წლებში ქალაქ ვავრეს, ბრიუსელთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქის მერი გახლდათ. იყო პარტია MR Reformist Movement -ის სპიკერი და 2011-2014 წლებში პარტიის თავმჯდომარეობაც ჩააბარეს. გაპრეზიდენტებამდე ბელგიის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერი იყო.

მიშელი ბელგიის მთავრობის მეთაური 2014 წელს 38 წლის ასაკში გახდა. მის პრემიერობას დაემთხვა ტერორისტული აქტი აეროპორტსა და მეტროში, რომელსაც 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მიშელის ევროპული საბჭოს პრეზიდენტობის დროს ჯანდაცვის უპრეცენდენტო კრიზისი დაიწყო. ბელგიაში პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსის 771 511 შემთხვევაა აღრიცხული 1 წელიწადში 22 077 ადამიანი გარდაცვალა. პრემიერობის შემდეგ შარლ მიშელის საზრუნავი მხოლოდ ბელგია არ არის. მიშელის პრეზიდენტობას დაემთხვა ბრექსიტიც და დღეს 27 წევრი ქვეყნის პულსზე აქვს ხელი დადებული.
„ჩემთვის პოლიტიკა არის ყოველთვის ხალხი და ყველაფერი ხალხის შესახებ. მერობამ ხალხთან ახლოს ყოფნის აუცილებლობა მასწავლა“, – განაცხადა მიშელმა და ამ გამოცდილებით შეუდგა ჯერ პრემიერობას და შემდეგ ევროკავშირში პირველი პირი გახდა.
შარლ მიშელს ჰყავს2 შვილი. 40წლის ასაკში მამა მეორედ გახდა, როდესაც ჯენი შეეძინა და დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე წასვლა გააუქმა.
პრეზიდენტი ოფიციალურ ქორწინებაში არ არის. მიშელი 12 წელია ამელისთან ერთად ცხოვრობს. 2020 წლის აგვისტოში მიშელს და ამელის ქორწილი საფრანგეთში ჰქონდათ დაგეგმილი და პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო ისევ გადადეს. მიშელი იმ ქვეყნის მოქალაქეა, რომელმაც საკუთარი რეკორდი მოხსნა და 600 დღე მთავრობის გარეშე იყო.






















