13:51 | 2021-06-02 ავტორი: Prime Time

ვინ არის და რას საქმიანობს 17 წლის გოგონა, რომლის ფოტომ სოციალური ქსელი დაიპყრო

ვინ არის და რას საქმიანობს 17 წლის გოგონა, რომლის ფოტომ სოციალური ქსელი დაიპყრო

სოციალურ ქსელში, კურსდამთავრებულის, 17 წლის გვანცა ჩიქოვანის ფოტომ სოციალურ ქსელში მომხმარებლების დიდი მოწონება დაიმსახურა.

 

„ლიკა ქავჟარაძეს ჰგავს ამ ფოტოზე ძალიან…. როგორ მიხარია, ასეთი სილამაზის და ნიჭიერების შერწყმა…უფალმა დალოცოს.

 

ქართველი ქალის შეუდარებელი სილამაზე! “,- წერენ სოციალურ ქსელში.

 

გოგონა ქალაქ სენაკში ცხოვრობს. მას „პრაიმტაიმი“ დაუკავშირდა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. მას 17 წლის ასაკში არაერთი წარმატებისთვის აქვს მიღწეული.

 

 

„სენაკის წმ.ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის კურსდამთავრებული ვარ.

 

2017 წელს მე და ჩემმა ოთხმა თანაკლასელმა მონაწილეობა მივიღეთ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში და წარვადგინეთ მოწყობილობა მეწყერსაშიში ზონებისთვის. ხსენებული წინასწარ ამცნობებდა მოსახლეობას მოსალოდნელი საშიშროების შესახებ ტექსტური შეტყობინებების სახით.

 

ჩვენი მენტორები იყვნენ ბატონი დავით სონღულაშვილი და უტა კილასონია,რომელთა დახმარებითაც წარვადგინეთ ეს პროექტი და გავიმარჯვეთ.

 

2017 წლის მაისში გავემგზავრეთ NASA-ს კოსმოსურ ცენტრში, სადაც ყოველდღიურად გვიტარდებოდა პრეზენტაციები, კონკურსები, შევხვდით და გავესაუბრეთ ამერიკელ ასტრონავტს.

 

ერთ-ერთ კონკურსში დავიკავეთ პირველი, ხოლო მეორეში მესამე ადგილი.

 

ამჟამად ხუთივე აბიტურიენტები ვართ და მთლიანად კონცენტრირებულები ვართ ეროვნულ გამოცდებზე. რაც შემეხება მე, ამჟამად ბიზნეს მართვა და ადმინისტრირებაზე მსურს ჩავაბარო“,- ამბობს გოგონა.

 

 

სენაკის პარალელურად გვანცა ჩიქოვანის ოჯახი მუხურში, ლუგელას ხეობის მახლობლად ცხოვრობს. მისი საცხოვრებელი სახლი პირდაპირ ლუგელას ხეობას გადაჰყურებს.

 

ზაფხულობით მათ სახლს მუხურში უამრავი დამსვენებელი სტუმრობს.

 

 

 

 

ავტორი: თეა შონია 

ავტორი: Prime Time

X