10:57 | 2020-05-11 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

ვინ არის და რას საქმიანობს ნანუკა გუდავაძის და – უცნობი ფაქტები მშვენიერი დების შესახებ

ვინ არის და რას საქმიანობს ნანუკა გუდავაძის და – უცნობი ფაქტები მშვენიერი დების შესახებ

ბერა ივანიშვილის და ნანუკა გუდავაძის წყვილი დიდი პოპულარობით სარგებლობს. თუმცა საზოგადოებისთვის ნაკლებად არის ცნობილი ნანუკა გუდავაძის დის – ანი გუდავაძის შესახებ.

 

ანის და ნანუკას განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ, ჰყავთ საერთო მეგობრები.

 

გოგონებს კარგად იცნობენ სამოდელო სფეროში, წლების წინ ისინი ბიძის თხოვნით, მოდელმა ლაშა ჯაფარიძემ სამოდელო სააგენტო „ამსაში“ მიიყვანა, თუმცა ამ საქმეს ბოლომდე არცერთი მათგანი არ გაჰყვა.

 

ლაშა ჯაფარიძე-ს ფოტო.

 

ანი ნანუკას უფროსი და არის. მისი მეუღლე ნიკა ფიცხელაურია, რომელსაც საკუთარი ბიზნესი აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, ნანუკამ და ბერამ ერთმანეთი სწორედ ნიკას საშუალებით გაიცნო.

 

Ani Gudavadze-ს ფოტო.

 

მათი პირველი შეხვედრა ფიცხელაურის მიერ მოწყობილ ერთ-ერთ წვეულებაზე მოხდა.

 

ნიკა ფიცხელაურის მამა ვეტერანი მოჭიდავე, გენერალ-მაიორი შენგელი ფიცხელაურია. რომელიც 2019 წელს, სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

 

Ani Gudavadze-ს ფოტო.

 

შენგელი ფიცხელაური გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის დეკანი გახლდათ.

 

იქვე სწავლობდა ანი გუდავაძე და უნივერსიტეტში აქტიურობითაც გამოირჩეოდა.

 

ანი გუდავაძე დედას ოჯახურ ბიზნესში ეხმარებოდა, გოგონების დედას ვაკეში საკუთარი სილამაზის ცენტრი აქვს, რომლის მართვაშიც შვილებიც იყვნენ ჩართულნი.

 

ანი გუდავაძეს და ნიკა ფიცხელაურს ერთი ვაჟი გიორგი ჰყავთ.

 

Ani Gudavadze-ს ფოტო.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

X