23:07 | 2021-03-14 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ვინ არის და რას საქმიანობს ნიკოლოზ ბასილაშვილის ულამაზესი რჩეული (ფოტოები)

ვინ არის და რას საქმიანობს ნიკოლოზ ბასილაშვილის ულამაზესი რჩეული (ფოტოები)

ბოლო რამდენიმე დღეა ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობს. როჯერ ფედერერი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, რაფაელ ნადალი – ამ ჩამონათვალს ამიერიდან ნიკოლოზ ბასილაშვილიც შეემატება, როგორც დოჰას ძალიან პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირის ჩემპიონი.

 

ბასილაშვილის მსგავსად საზოგადოებას არც მისი რჩეული დაუტოვებია უყურადღებოდ. გავრცელდა კადრები, როგორ გულშემატკივრობს ჩოგბურთელს მისი რჩეული.

 

ნახეთ ვიდეო:

 

 

შარლოტა ელენა ნიკოლოზ ბასილაშვილის გერმანელი შეყვარებულია. როგორც მისი Instagram-გვერდიდან ირკვევა, გოგონა თავადაც ჩოგბურთელია.

 

ცნობილია, რომ გერმანელი ლამაზმანი ბასილაშვილის ოჯახის წევრებს იცნოს და ის ნიკასთან ერთად თბილისშიც იმყოფება ხოლმე.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X