12:50 | 2020-05-06 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

ვინ არის და რას საქმიანობს თამარ ჩერგოლეიშვილის უფროსი ქალიშვილი? (ფოტოები)

ვინ არის და რას საქმიანობს თამარ ჩერგოლეიშვილის უფროსი ქალიშვილი? (ფოტოები)

ჟურნალისტ თამარ ჩერგოლეიშვილის და გიგა ბოკერიას წყვილი მუდმივად იპყრობს საზოგადოების ყურადღებას.

 

წყვილს საერთო ქორწინებიდან ქალიშვილი კესო ჰყავს, რომელიც არასრულწლოვანია. კესო 13 წლის არის და საოცრად ჰგავს მამას, გიგა ბოკერიას.

 

თამარ ჩერგოლეიშვილს პირველი ქორწინებიდანაც ჰყავს ქალიშვილი კატო კოპალეიშვილი. კატომ განათლება საფრანგეთში მიიღო, ასევე დამთავრებული აქვს თავისუფალი უნივერსიტეტი.

 

კატოს მამა კოტე კოპალეიშვილია, რომელთანაც შვილს არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს და შვილის მიმართ განსაკუთრებული მზრუნველობით გამოირჩევა.

 

კატომ არაერთი უცხო ენა იცის და სხვადასხვა დროს არაერთ წარმატებულ კომპანიაში მუშაობდა. 2019 წელს მან მუშაობა დაიწყო თავისუფლების ინსტიტუტში მენეჯერად.

 

გავრცელებული ინფორმაციით, კატოს დედა თავისუფალი არჩევანის საშუალებას აძლევს. მას არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს თამარ ჩერგოლეიშვილის ქმართან, პოლიტიკოს გიგა ბოკერიასთან, რაც კატოს სოციალური გვერდიდანაც შესამჩნევად ჩანს.

 

Kato Kopaleishvili-ს ფოტო.

კატო აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში და საკუთარ პროტესტს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ყოველთვის თამამად აფიქსირებს.

 

2019 წლის არჩევნებზე მას თავს დაესხნენ. კატო არჩევნებზე მხარდამჭერად მუშაობდა, რა დროსაც მთაწმინდის მე-18 საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა და თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, მას თავს დაესხნენ.

 

2016 წელს კატო ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანსაც დაუპირისპირდა. მათი დაპირისპირების მიზეზი კი ის ფაქტი გახდა, რომ ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში თამარ ჩერგოლეიშვილზე კომენტარი დაწერა.

 

 

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

X