
32 წლის ქართველ სპორტსმენი, რომელსაც თბილისში ახალი კორონავირუსი დაუდასტურა 10 წელზე მეტხანს საქართველოში არ იმყოფებოდა, იგი რუსეთის მოქალაქეა. ჩვენი ინფორმაციით სპორტსმენი წალენჯიხის მუნიციპალიტეტ სოფელ ლიაში 28 მარტს ჩავიდა.
როგორც „პრაიმტაიმს“ სოფელ ლიას ადგილობრივი მაცხოვრებელი უყვება გ.ღ-მ სამეგრელოს რეგიონში 2 კვირაზე მეტი დაჰყო და რამდენიმე ადგილას იმყოფებოდა.
„გ.ღ. აფხაზეთიდან დევნილია. მის ოჯახს სოხუმის დაცემის შემდეგ ამ ოჯახთან სოფელ ლიაში ჰქონდა კავშირი, გარკვეული დროის მანძილზე მისი ოჯახი სწორედ ამ ოჯახმა შეიფარა. 10 წელია იგი მეგობართან სოფელ ლიაში არ ჩამოსულა .ჩვენთვის უცნობია საიდან მოვიდა იგი აფხაზეთიდან თუ თბილისიდან. მან მოიარა მთელი მეგობრები იყო წალენჯიხაში, ჯვარში, ზუგდიდში, დევნილთა დასახლებაშიც, დაახლოებით აქ დაჰყო 2 დღეზე მეტი“, – გვიყვება ადგილობრივი მაცხოვრებელი.
„მას ჰქონდა კონტაქტი ჩვენი რეგიონის რამდენიმე ლოკაციაში -ზუგდიდში, წალენჯიხის რაიონის ორ სოფელში, ასევე, ჩხოროწყუს რაიონში. კონტაქტების უმრავლესობა უკვე გამოვლენილია და მოქალაქეები აუცილებლად გადაყვანილ იქნებიან კარანტინში“, – ამბობს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ალექსანდრე მოწერელია.
- შეგახსენებთ, რომ 4 აპრილს საქართველოში კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა.
- 24 საათში გამოვლინდა კანონდარღვევის 706 ფაქტი. გამოიწერა 2 მილიონზე მეტი ლარის ოდენობის ჯარიმა.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები
ავტორი: თეა შონია






















