15:07 | 2021-12-10 ავტორი: Prime Time

ვინ არის გია ლორთქიფანიძე, რომელიც სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლაში დაეხმარა

ვინ არის გია ლორთქიფანიძე, რომელიც სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლაში დაეხმარა

საქართველოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისთვის გიორგი ლორთქიფანიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

 

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინება.

 

გიორგი ლორთქიფანიძე წინა ხელისუფლების დროს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. 2015 წელის კი, პეტრო პოროშენკომ გია ლორთქიფანიძეს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა.

 

ის ასევე, ოდესის ოლქის პოლიციას ხელმძღვანელობდა.

 

გიორგი ლორთქიფანიძეს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს - 29.09.2016-ს, Sputnik საქართველო

 

ასევე, პროკურატურის ცნობით, „გიორგი ლორთქიფანიძე 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე მომიტინგეების დარბევის საქმეზე სხვა პირებთან ერთად ბრალდებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის და ამჟამად, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს”.

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X