21:35 | 2020-08-04 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ვინ არის გოგო, რომელიც საბედისწერო ოპერაციის გამო 20 თვეა კომაშია

ვინ არის გოგო, რომელიც საბედისწერო ოპერაციის გამო 20 თვეა კომაშია

ცნობილი ხდება, რომ ახალგაზრდა გოგო, რომელსაც „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ იტალიიდან ჩამოსული ექიმების ნაცვლად ორი ოპერაცია ქართველმა ექიმებმა ჩაუტერეს, ნათია ცირეკიძეა.

 

სკანდალი: მოტყუებით ჩატარებული ოპერაცია - პაციენტი ორი წელია კომაშია
2020-08-04სკანდალი: მოტყუებით ჩატარებული ოპერაცია - პაციენტი ორი წელია კომაშია

 

არსებული ინფორმაციით ნათია ცირეკიძეს ოპერაცია 2018 წლის სექტემბერში და ამავე წლის ნოემბერში ჩაუტარდა, ორივე ეპიზოდში ფიგირირებენ ექიმები რომელთაც სათანადო სერთიფიკატი არ გააჩნდათ.

 

ადვოკატის ინფორმაციით, ოჯახმა იცოდა, რომ ქირურგიულ ოპერაციას იტალიიდან მოწვეული ექიმები გააკეთებდნენ. თუმცა, საოპერაციო ბლოკში შესაბამისი კომპეტენციის არმქონე ექიმები აღმოჩნდნენ, თანაც ორივეჯერ. მეორედ ქალმა საავადმყოფოს პირველი ჩარევის შემდეგ არსებული ტკივილებით მიმართა. უფლებადამცველის თქმით, ექიმების მიერ გამოვლენილი უყურადღებობისა და დაშვებული შეცდომების გამო პაციენტის მდგომარეობა გართულდა და იგი დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

 

Image may contain: 1 person, smiling

 

ანესთეზიოლოგი მ.ხ-ს არ გააჩნდა არანაირი საექიმო დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მე ხელთა მაქვს ჩემს მიერ მოპოვებული დოკუმენტაცია და ოჯახის მიერ მოპოვებული, სადაც პირდაპირ თეთრზე შავად წერია, რომ მას არანაირი საექიმო სერთიფიკატი არ გააჩნია“, – აცხადებს ოჯახის ინტერესების დამცველი გაიოზ ჩარკვიანი.

 

 

პროკურატურის  ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც პაციენტს ტკივილები განუახლდა, ის ისევ დაარწმუნეს, რომ განმეორებითი ოპერაცია იტალიელ ექიმებს უნდა ჩაეტარებიანათ, თუმცა ისევ ქართველმა ექიმებმა ჩაუტარეს.

 

კლინიკის დირექტორს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაუყენეს და ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება, მის თანამშრომლებს კი – ექვსიდან ცხრა წლამდე და სამ წლამდე.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X