20:29 | 2020-03-30 ავტორი: თამთა თორდია

ვინ არის ინფიცირებული ორი ახალი პაციენტი

ვინ არის ინფიცირებული ორი ახალი პაციენტი

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული სამი ახალი პაციენტიდან ორი მათ ცენტრში იმყოფება.

 

მისივე თქმით, მათი ისტორია ინგლისის კლასტერს უკავშირდება.

 

„დღეს დილით იყო 97, დაემატა სამი პაციენტი, დღეს საღამოს მონაცემებით გვაქვს 100 დადასტურებული შემთხვევა. დამატებული სამი პაციენტიდან ორი ჩვენთან არის დადასტურებული. ეს არის ინგლისის კლასტერიდან, ინგლისის წყაროდან, იმ ჯგუფიდან კიდევ ორი, ანუ ამათი წყარო ცნობილია. მესამე პაციენტის შესახებ მონაცემები არ მაქვს, ვერ მოგახსენებთ“ ,- განაცხადა ეზუგბაიამ.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა
2020-03-30საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა

 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. 

 

პრემიერმა 3 კაცზე მეტი ადამიანისგან შემდგარი თავყრილობა აკრძალა.

 

70 წელს გადაცილებულ მოხუცებს სახლიდან გასვლა აეკრძალათ.

 

31 მარტის დილის რვა საათიდან აიკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. მათ შორის არ იმუშავებს არც მეტრო.

 

ცხადდება კომენდანტის საათი, რომელიც 21 საათიდან დილის 6 საათამდე მოქმედებს.

ავტორი: თამთა თორდია

X