
ცნობილი კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი მსახიობ ნინო თუთბერიძის გარდაცვალებას “პრაიმტაიმთან” გამოეხმაურა. ის “მდივან თინას” ძალიან თბილად იხსენებს და წერს, რომ ნიჭიერი მსახიობი იყო.
“ის ჩემი მოწაფეც იყო! ასეთი ახალგაზრდა! რა სამწუხაროა. ძალიან ნიჭიერი ადამიანი იყო. მშვენიერი როლი აქვს ელდართან, მდივანი ქალის. მე “გზა მშვიდობისა ჯაყოს” რომ ვიღებდი, ბათუმში მთელი ჯგუფი წავიყვანე გადაღებაზე.
შემდეგ თეატრში იყო. ძალიან პლასტიური გოგონა იყო ახალგაზრდობაში. ნიჭიერი მსახიობი იყო. ოსტატურად გამოსდიოდა თამაში. დასამახსოვრებელი ეპიზოდური როლები შეასრულა.
ძალიან მნიშვნელოვანია, მსახიობი იყოს სრულიად გულახდილი და ყველაფერს მართლა ასრულებდეს. ასეთი იყო ნინო. ძალიან დასანანია…” – ამბობს მერაბ კოკოჩაშვილი.
68 წლის ნინო თუთბერიძე “პრაიმტაიმთან”უკანასკნელი ინტერვიუ ასე დაასრულა…
ნინო თუთბერიძე: – “ცისფერი მთების გარდა” კიდევ გადაღებული ვარ თამაზ გომელაურის ფილმში “კაპიტნები”, მერაბ კოკოჩაშვილის ფილმში “გზა მშვიდობისა”. ელდარმა ასევე გადამიღო თავის “ექსპრეს ინფორმაციაში”.
ახლა სახლში ვარ. მარტო ვცხოვრობ. ერთხელ ვიყავი გათხოვილი. სამწუხაროდ, შვილი არ გამიჩნდა… დავრჩი ასე…























