
იტალიაში დაკავებული ქართველი “აკრობატი” მძარცველების შესახებ “პრაიმტაიმს” იტალიაში მცხოვრები ემიგრანტი ესაუბრა. ხათუნა გვათუას თქმით, “აკრობატები” ადგილობრივ მედიაში ხშირად ხვდებოდნენ.
“დაკავებული საქართველოს მოქალაქე და მისი თანამზრახველი, რომელიც ჩემი ინფორმაციით, უკრაინელია და მათ “აკრობატებს” ეძახიან, ფასადების დასუფთავების სამსახურის აღჭურვილობით სარგებლობდნენ. კედლებზე ადამიანი-ობობას მსგავსად “დარბოდნენ” და ნებისმიერ სართულზე მცხოვრებ ადამიანებთან შედიოდნენ, ვინც მათი სამიზნე გახდებოდა. დაკავებული ოთარი გ. იტალიაში დიდი ხანია არის, ის ევროპულ ქვეყნებში ცხოვრობდა და ქვეყნებს ხშირად ტოვებდა.
ბინაში, რომელშიც მძარცველი აღწევს, იმ წუთშივე იტალიაში “ქართველ” კრიმინალად იხსენიება. მედიაში ხშირად ვხვდები ხოლმე ფრაზას „ქართული მეთოდით ისარგებლეს…“ ეს ნიშნავს, რომ სახლში შეაღწიეს!
სან ბასილიოს პოლიციის განყოფილების აგენტებმა 30 წლის ოთარ გ. ძარცვისა და დანაშაულებრივი ჩანაწერის გამო დააკავა.
ნახეთ სახვა სიახლეები და ვიდეოები:
ვის დაეკისრება ჯარიმა 1-ლი დეკემბრიდან კოვიდრეესტრში არყოფნის გამო
სასიხარულო ინფორმაცია სოციალურად დაუცველებისთვის – მთავრობის ახალი ინიციატივა























